ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 2 საათი, 3 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 58376     

პოზიციის დასახელება
სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის პროგრამის მოდულების მასწავლებელი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ა(ა)იპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
21.11.2019
თანამდებობრივი სარგო:
200 ლარიდან 600 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
3
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
ნახევარი განაკვეთი

ფუნქციები
                             • პროფესიული სტუდენტის პროფესიული მომზადების უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს პროფესიულ სტუდენტთა სწავლებას შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად; 
• ადგენს მოდულის კალენდარული გეგმას და მის მიხედვით წარმართავს სასწავლო პროცესს; 
• ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებში ცოდნის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას; 
• სწორად არჩევს სასწავლო პროცესისთვის საჭირო პროფესიულ ლიტერატურას და ეხმარება პროფესიულ სტუდენტებს ლიტერატურის მიმართ ადეკვატური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში;
 • ახდენს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებას; 
• იყენებს მოტივაციის ამაღლებისა და ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდს;
 • აფასებს მის მიერ დაგეგმილი სასწავლო პროცესის ეფექტურობას თვითშეფასებისა და პროფესიული სტუდენტების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით; 
• იყენებს სწავლების სხვადასხვა მეთოდს პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისთვის, აცნობიერებს ურთიერთკავშირს სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის; 
• ამყარებს ეფექტურ თანამშრომლობას კოლეგებთან; 
• აქვს ტოლერანტული დამოკიდებულბა განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის, კულტურისა და რელიგიის მიმართ; 
• იყენებს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მოდულის ეფექტურად სწავლების მიზნით.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ თბილისი, თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ. ნაკვეთი
საკონტაქტო ტელეფონები
593-46-73-41
საკონტაქტო პირი
მარიამ გახოკიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    •	ლოგისტიკის დარგში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
•	სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ქვემოთ ჩამოთვლილი მოდულებიდან ერთ-ერთის განხორციელება:
1.	საზღვაო გადაზიდვები;
2.	საწარმოო პრაქტიკა- სატვირთო გადაზიდვები ლოგისტიკა;
3.	საწყობის ლოგისტიკა;
4.	საავიაციო გადაზიდვები;
5.	გაცნობითი პრაქტიკა სატვირთო გადაზიდვები ლოგისტიკა;
6.	პრაქტიკული პროექტი სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა;
7.	გადაზიდვების ხარჯების კალკულაცია;
8.	გადაზიდვების მომზადება;
9.	საავტომობილო გადაზიდვები.

კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
•	დროის ეფექტური განაწილების უნარი;
•	პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•	კომუნიკაციის უნარი;
•	სტრესული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	პუნქტუალურობა.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დამატებითი ინფორმაცია: 
კონკურსში მონაწილე პირმა, კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი და სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge);
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს საკონკურსო განაცხადში ასახულ მოთხოვნებს;
გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;
აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპზე უნდა წარმოადგინოს მოდულის განხორციელების ხედვა, მოდულების სანახავად იხ. ლინკი: https://www.rtc.edu.ge/files/1573126708--%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90.pdf

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს აპლიკანტთა გასაუბრებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. 

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება