ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 22 საათი, 53 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 23


ვაკანსიის N 58339     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
                    
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
15.11.2019
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი და ქუთაისი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	სამსახურში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა (მხარდაჭერის I დონე), ტექნიკური და პროგრამული ინციდენტების მოგვარება (მათ შორის დაშორებული წვდომის საშუალებებით);
•	სამსახურში არსებული სერვერული, ქსელური ინფრასტრუქტურის და სხვა მოწყობილობების (სერვერების, ქსელური მოწყობილობების, მარშუტიზატორების, სერვერების გაგრილების სისტემების, სერვერების უწყვეტი კვების წყაროების, დიზელ გენერატორების და სხვა,  ასევე ინტერნეტის შიდა სამსახურებრივი კავშირის, ინტერნეტ არხების, სატელეფონო კავშირის არხების და სხვა) ტექნიკური მონიტორინგი და პირველადი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა; 
•	საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროგრამული კრიტიკული ტიპის ინციდენტების არასამუშაო დროის განმავლობაში დაშორებულად და  ადგილზე მოგვარება;
•	პერიოდული ანგარიშის წარდგენა აღნიშნული ინფრასტრუქტურის მუშაობის დროს წარმოქმნილი ტექნიკური და პროგრამული ინციდენტების, პრობლემების და მათი მოგვარების შესახებ;
•	სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობის პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მხარდაჭერა; 
•	კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება, რომელიც საჭიროა დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

საკონკურსო თემატიკა

-      საქართველოს კონსტიტუცია;

-     საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-     საქართველოს კანონი  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“;

-      საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

-     საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

-      სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ნატო ვაჩნაძის ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები
2421000 შიდა ნომრები (156) (111)
საკონტაქტო პირი
სოფიო ჯიაძე / თამარ სარაჯიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    -	ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
-	ოპერაციული სისტემის MS Windows საფუძვლიანი ცოდნა; 
-	კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა;
-	Active Directory-ის ზოგადი ცოდნა;
-	ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა; 
-	კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: ფაილური სისტემების მართვის სისტემები, რეზერვირების პროგრამების, დაშორებული წვდომის პროგრამების და ა.შ) გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა;
-	პერიფერიული მოწყობილობების (მათ შორის უსადენოს) გამოყენება;
-	ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მუშაობის ზოგადი ცოდნა;

-      სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა (წერითი უნარები, მეტყველება) - B2;
-	სასურველია, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მართვის გამოცდილება;
-	სასურველია, ოპერაციული სისტემის Mac OS ცოდნა;
-	სასურველია, ტექნიკური ინგლისურის ცოდნა.

კომპეტენციები: სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, ეფექტიანი კომუნიკაცია, ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, დროის ეფექტიანი მართვა, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.
კანდიდატმა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ შესაბამის სფეროში დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ;
- ქართულ ენაზე შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (რომელშიც მითითებული უნდა იყოს როგორც ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე, ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან)
- რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს 1 (ერთი) რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
- კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
- კონკურსის მეორე ეტაპი (წერითი დავალება) შედგება 10 დავალებისგან, თითოეული დავალება შეფასდება 4-დან 12 ქულამდე (დავალების სირთულის მიხედვით), დავალებების ჯამური მაქსიმალური ქულაა 70. საკონკურსო გამსვლელი ქულაა 40.
- გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება მოხდება ქულათა სისტემით.
- მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.
კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კანდიდატებს ეცნობებათ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.
გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილი (თბილისი, ქუთაისი)
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება