ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 23 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 58194     

პოზიციის დასახელება
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
არქიტექტურა
განცხადების ბოლო ვადა
15.11.2019
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მართვის საკითხებში რეკომენდაციების წარდგენა; 
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონების ცვლილების თაობაზე რეკომენდაციებისა და შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი დასკვნების მომზადებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაცემა;
გ) ქალაქთმშენებლობითი პოზიციების მომზადების მეთოდოლოგიის შემუშავებისა და შესაბამისი პოზიციების მომზადების პროცესში კონსულტირება; 
დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების/გეგმების  დამტკიცებისა და მათში ცვლილების შეტანის თაობაზე განცხადებების განხილვასთან და შესაბამის დასკვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაწევა; 
ე) გაწეული რეკომენდაციებისა და კონსულტაციების თაობაზე სამსახურის უფროსისათვის ანგარიშის წარდგენა;
ვ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან;
ზ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
პროფესია
შენობა-ნაგებობათა არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება
საკონკურსო თემატიკა
                    
  1.  საქართველოს კონსტიტუცია;
  2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  4. საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  5. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  6. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  7. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  8. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  9. „ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010  წლის 25 აგვისტოს№261 დადგენილება;
  10. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება;
  11. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილება;
  12. „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილება;
  13. „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილება;
  14. „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261 დადგენილება;
  15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილება, „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
AutoCAD            კარგი
ArchiCAD            კარგი
Arc GIS            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, შარტავას 7
საკონტაქტო ტელეფონები
+995591408664
საკონტაქტო პირი
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში/დარგში;

კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
1. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
2. ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
4. გუნდური მუშაობის უნარი;
5. კომპლექსური აზროვნება;
6. დროის ეფექტიანი მართვა
7. საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
8. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    * გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის.

* სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.

* საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება