ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 53 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 57741     

პოზიციის დასახელება
სტაჟიორი ბორჯომის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
21.10.2019
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბორჯომი

ფუნქციები
                             • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
• მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
• მომხმარებელთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში;
• მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;
• სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე დადგენილი პროცედურისა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განცხადებების მიღება და დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილი პირებისათვის გადაცემა;
• მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
• პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
• უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;
• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
• დღის განმავლობაში მომხმარებლებზე გადაცემული დამზადებული დოკუმენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
• მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემა დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გადაცემის პროგრამულად ან/და ხელმოწერით დადასტურება;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში ჩართულობა;
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციისა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციის დროული გაცნობა და რეაგირება;
• დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება, ვიზიტორების იდენტიფიცირება, მათთვის სტუმრის ბარათის გადაცემა და შესაბამის პროგრამაში მონაცემების ასახვა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    

· საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;

· სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის №676/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი;

· სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;

· ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.

საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    • აუცილებელია კანდიდატი იყოს IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
• სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
• სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• კომუნიკაბელურობა;
• ლოგიკური აზროვნება;
• კეთილგანწყობა;
• მოტივირებულობა;
• გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
• კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი;

• სტაჟირების პროცესი მოიცავს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.

სტაჟირების პირველი 6 თვე არა ანაზღაურებადია. სტაჟირების პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს გაუგრძელდება სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვე.

 წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში;
 გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ზემოთ მითითებული ტესტირებებისთვის განსაზღვრულ 50%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან თითოეულში მიიღებენ 40 ქულას და მეტს.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                • საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება