ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 53 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 57739     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წალკის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა
20.10.2019
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
წალკა
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1. მხარეებთან კომუნიკაცია: მათთვის ინფორმაციის მიწოდება შემოსული საქმეების მოძრაობასთან დაკავშირებით;
2. მოქალაქეებთან კომუნიკაცია, მათთვის პრობლემურ საკითხებზე დახმარების აღმოჩენა;
3. შემოსული სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა და სხვა კორესპონდეციის რეგისტრაცია ჟურნალებსა და ელექტრონულ პროგრამაში;
4. ელექტრონული სისტემის (პროგრამის) მეშვეობით შემოსულ საქმეთა მოსამართლეებზე განაწილება;
5. რეგისტრაციის შემდგომ საქმეთა და შემოსული კორესპოდენციების ადრესატისათვის გადაცემა;
6. სააღრიცხვო–სტატისტიკური ბარათების შევსება;
7. სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და წარმოება;
8. საქმისწარმოების დასრულების შემდგომ მასალების ჩაბარება, სრულყოფილებისა და აღსრულების საკითხის შემოწმება;
9. მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე საქმეებიდან ცალკეული დოკუმენტების, დამოწმებული ასლებისა და საქმეთა გამო წერილობითი ცნობების გაცემა.
10. ნივთიერ მტკიცებულებათა აღრიცხვა და მათი კანონით დადგენილი წესით შენახვა;
11. არქივის წარმოება;
12. ხელმძღვანელთა ცალკეულ დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
13. სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა უფლება - მოვალეობების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)  სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა;

გ)  „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;  

დ) "რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულება;

ე)   საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის #414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ’’

ვ) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.

ზ) საქართელოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 01 მაისის N1/56 გადაწყვეტილება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქუჩა №11
საკონტაქტო ტელეფონები
577285817
საკონტაქტო პირი
თამაზი სხილაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint,)
ბ) სასურველია კანდიდატს საერთო სასამართლოების სისტემაში გავლილი ჰქონდეს არანაკლებ 6 თვიანი სტაჟირება;
გ) სასურველია რუსული ენის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- კონკურსის ეტაპების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- კონკურსს ჩაატარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია (მისამართი: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11).

„ჩემი რეზიუმეს” შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ან ცნობა);
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (გერბიან ბლანკზე დაბეჭდილი ან ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი.

კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება