ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 2 საათი, 34 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 57734     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვას.
                    
კატეგორია
დიზაინი
განცხადების ბოლო ვადა
27.10.2019
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ფუნქციები
ა) სახელმწიფო სიმბოლოების, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების საერთო მხატვრული სახის შემუშავება;
ბ) სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების მხატვრული კონცეფციების შემუშავება ;
გ) სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობის დიზაინერული უზრუნველყოფა;
დ) ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელების ხელშეწყობა;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნისა და მათი გამოყენების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
ვ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის მართვა, სრულყოფა და ტექნიკური უზრუნველყოფა.
ზ) საქართველოს კანონმდებლობით და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
დიზაინერი/მხატვარი/ მხატვარ-არქიტექტორი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა). საქართველოს კონსტიტუცია

ბ). საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ). ,,საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულება“ (დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის #5778-Iს -დადგენილებით);

ე). საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“;

ვ). საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“;

ზ). საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის # 282 დადგენილება: ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Adobe Photoshop            ძალიან კარგი
coreldraw            ძალიან კარგი
3D MAX            დამაკმაყოფილებელი
illustrator            ძალიან კარგი
InDesign            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქუჩა #4;
საკონტაქტო ტელეფონები
(+995)032 293 20 99;
საკონტაქტო პირი
ციცინო ზაქაიძე 032 293 20 99(102); 595 559 007; ვიქტორია სარჯველაძე 599884410

დამატებითი მოთხოვნები
                    ა)კონკურსანტს უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება 2 წელი დიზაინის მიმართულებით;
ბ)ჰერალდიკის, ემბლემატიკისა და სიმბოლიკის ცოდნა მინიმალურ დონეზე;
გ)საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის ცოდნა მინიმალურ დონეზე.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი - შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობები.
გ). სამოტივაციო წერილი, სადაც წარმოაჩენთ, თუ რატომ გსურთ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში მუშაობა და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.
2. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
3. კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ვებგვერდზე: (www.heraldika.ge)
ა).პირველი ეტაპი გულისხმობს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.
ბ). მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატის შეფასება ხდება: ა) წერითი დავალებით; ბ) გასაუბრებით.
კონკურსის მეორე ეტაპზე წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას კომპიუტერულ პროგრამებში
კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართება თბილისში, სანაპიროს ქ. #4, II სართული, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფისში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება