ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 23


ვაკანსიის N 57569     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა
09.10.2019
თანამდებობრივი სარგო:
6000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -დეპარტამენტის მასშტაბით სამუშაოს ეფექტურად შესრულებისათვის მოსამსახურეებს შორის მოვალეობების გადანაწილება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და დისციპლინარულ გადაცდომებზე რეაგირება;
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე, დაგეგმილი ღონისძიებების, მოვლენებისა და პროცესების ფარგლებში, სხვადასხვა მედია საშუალებებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და კომუნიკაციის მართვა ღონისიებების ეფექტური გაშუქების მიზნით;
-საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე და დაგეგმილი ეროვნულ და საერთაშორისო სწავლებებში მედია გეგმების შემუშავების და მასთან დაკავშირებული მედია სტრატეგიის შემუშავების ზედამხედველობა/კონტროლი;
-სარეკლამო ორგანიზაციებთან ინტენსიური მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობის მიზნით;
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიმიჯო პოზიციონირების და მედიის ყოველდღიური მონიტორინგის შედეგების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირების უზრუნველყოფა;
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღების საქმიანობის ზედამხედველობა/კონტროლი;
-სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება, შემუშავების კონტროლი/მართვა;
-ავღანეთის რესპუბლიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საქმიანობის განხორციელების მონიტორინგი;
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის და ფეისბუქ გვერდების საინფორმაციო უზრუნველყოფის მონიტორინგის ხელმძღვანელობა;
-საქართველოს თავდაცვის სისტემის თანამშრომლებისთვის შიდაუწყებრივი კომუნიკაციის გაუმჯობესების (ინფორმირების გაზრდა სხვადასხვა ბეჭდვითი საშუალებებით, ღონისძიებებით) ხელმძღვანელობა/მართვა;
-სამინისტროს საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების მხარდაჭერა და მონიტორინგი;
-საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარების მონიტორინგი და მართვა;
-სამთავრობო, არასამთავრობო, საზოგადოებრივი და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ურთიერთო;ბა ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ გაკეთებული მასალების მონიტორინგის ხელმძღვანელობა სხვადასხვა მედია საშუალებებთან სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავების მიზნით;
-ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი დავალებების შესრულება;
-დეპარტამენტის მასშტაბით სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვისა და თანამშრომელთა განვითარებისათვის, თანამშრომელთა შეფასება (დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია, განხორციელებული და/ან მიმდინარე სამუშაოს შესახებ უკუკავშირი) და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
2950780
საკონტაქტო პირი
მარიამ მალუძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტის (ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის, ტექნოლოგიების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის, მედიამენეჯმენტის, ტელეკომუნიკაციის მენეჯმენტის, ინფორმაციის მენეჯმენტის, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები) და მარკეტინგის სპეციალობები);
ბ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების,  მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები);
გ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით);
დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (გენდერის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით, სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით, საჯარო მმართველობის სპეციალობები).
- სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
- სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით).
-კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი;
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტურ თანამდებობებზე ჩასატარებელი კონკურსის პროგრამის, პირობები და ეტაპები იხილეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება