ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 11 საათი, 26 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 73


ვაკანსიის N 57289     

პოზიციის დასახელება
იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მიზნებს წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
25.09.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             ა) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული პროექტების სამართლებრივი ანალიზი;

დ) სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო–რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა;

ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში სამსახურის მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

ზ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა;

ი) სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

კ) სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათი წარდგენა სასამართლოში;

ლ) სასამართლოში წარმომადგენლობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და მოპოვება;

მ) სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ერთად;

ნ) დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ზ)საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“

კ)  საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“

ლ) საქართველოს კანონი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“

მ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“

ნ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; 

ო) ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

პ) საქართველოს კანონი ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ ;

ჟ) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება;

რ) ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14–39 დადგენილება;

 ს)  ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილება;

ტ) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  12 დეკემბრის  N17–52  დადგენილება;

უ) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  12 დეკემბრის  N17–51  დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
MS office applications            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
შარტავას ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები
598914591
საკონტაქტო პირი
მარიამ კუკავა

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) კანდიდატს უნდა ჰქონდეს იურიდიული პროფილით/იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
ბ) წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) სასურველია: ინგლისური ენის ცოდნა (ცოდნის დონე: კარგი).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსთან დაკავშირებით მოთხოვნებში მითითებული საკანონმდებლო აქტების გასაცნობად ეწვიეთ ვებ - გვერდს: www.tas.ge; https://matsne.gov.ge/.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ არქიტექტურის სამსახურში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.

შენიშვნა: კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება