ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 1 საათი, 52 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 56925     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ეკონომიკური
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში /იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა/ აუქციონის ფორმით გადაცემის მიზნით, აუქციონის ორგანიზებას და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
ბ) საკუთრებაში ან სარგებლობაში /იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა/ თვითმმართველი ერთეულის ქონების /მათ შორის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები/ გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) იჯარით გაცემული ქონების /მათ შორის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა/ შესახებ ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის;
დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონების ორგანიზება;
ე) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტის მომზადება;
ვ) მუნიციპალურ საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული /პარტნიორის, აქციონერის/ უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით;
ზ) მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზებისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომადგენელთა დანიშვნა–არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ი) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზებას და მათი შემდგომი ზრდისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება, საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე, ნორმატივების განმსაზღვრელი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
კ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
ლ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ნ) „ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ო) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების /მათ შორის, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები/ რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონების /მათ შორის მიწის ნაკვეთების/ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა – რეგისტრაციის, გამიჯვნა – გაერთიანების მიზნით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად;
ჟ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა – რეგისტრაციასა და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
რ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
ს) წინადადებების მომზადება ადგილობრივი ქონების კატეგორიის შესახებ;
ტ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში;
უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;

- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილება

- „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოსპრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილების
ცოდნა;

 - ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილება.

   http://kutaisi.gov.ge/OLD/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ქუთაისი, რუსთაველის N3
საკონტაქტო ტელეფონები
599075460
საკონტაქტო პირი
გურანდა გობიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    1.სამუშაო გამოცდილება: ტრანსპორტის ინჟინერიის ან ეკონომიკურ ან უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა უფლებათა რეგისტრაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1
(ერთი) წლიანი გამოცდილება;
2.სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან გერმანული ან რუსული) B2 დონეზე ცოდნა;
ა)კრეატიულობა;
ბ)პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
გ)ორგანიზებულობა;
დ)გუნდური მუშაობა;
ე)შედეგზე ორიენტირებულობა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
გ) კანდიდატმა მიუთითოს რეკომენდატორი და ატვირთოს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული იქნება საკონკურსო განაცხადის შევსებამდე მაქსიმუმ 3 თვით ადრე.
2.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება