ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 2 საათი, 21 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 56921     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა–დასუფთავების ორგანიზების ხელშეწყობა;
ბ) დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სფეროში, კანონით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
გ) ქალაქ ქუთაისის დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სფეროს რეგულირების მიზნით, წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
დ) ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;
ე) ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ნარჩენების ტრანსპორტირების კოორდინირება;
ვ) საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების ნორმების დადგენის ან/და მასში ცვლილებების შეტანის მიზნით, პროექტის მომზადება და მერისათვის წარდგენა;
თ) ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;
ი) წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება–გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე;
კ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან ხელშეკრულებების გაფორმება, კანონით დადგენილი წესით;
ლ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვა, გადამხდელთა ბაზის ფორმირება და სრულყოფა;
მ) მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა და კონტროლი;
ნ) უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციისა და პროფილაქტიკურ – სადეზინფექციო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და კოორდინირება;
ო) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებების განხორციელება;
პ) ეკოლოგიური პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ჟ) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელის შეწყობა;
რ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოვლითი ჭრების განხორციელება;
ს) ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების მოვლა–პატრონობის კონტროლი;
ტ) სარეკრეაციო ზონების განვითარების ხელშეწყობა და ორგანიზება;
უ) ქალაქის გამწვანების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია.
ფ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის;

- ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი თავები;

- ნარჩენების მართვის კოდექსი;

- „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება

 - „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილების ცოდნა;

 - ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილება.

   http://kutaisi.gov.ge/OLD/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ქუთაისი, რუსთაველის N3
საკონტაქტო ტელეფონები
599075460
საკონტაქტო პირი
გურანდა გობიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    1.სამუშაო გამოცდილება: სამშენებლო ინჟინერიის ან ინფრასტრუქტურის განვითარების ან გარემოსდაცვით ან ნარჩენების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
2.სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან გერმანული ან რუსული) B2 დონეზე ცოდნა;
ა)კრეატიულობა;
ბ)პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
გ)ორგანიზებულობა;
დ)გუნდური მუშაობა;
ე)შედეგზე ორიენტირებულობა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
გ) კანდიდატმა მიუთითოს რეკომენდატორი და ატვირთოს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული იქნება საკონკურსო განაცხადის შევსებამდე მაქსიმუმ 3 თვით ადრე.
2.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება