ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 2 საათი, 28 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 56917     

პოზიციის დასახელება
სივრცის კონსულტანტი ყაზბეგის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
450 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ყაზბეგი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
•	მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
•	მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში;
•	მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება; 
•	მომსახურების დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
•	მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემა დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გადაცემის პროგრამულად ან/და ხელმოწერით დადასტურება;
•	მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების სკანირება  და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;
•	საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამზადებული დოკუმენტების მომხმარებლებისათვის გადაცემა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
•	დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
•	დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა;
•	დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება, ვიზიტორების იდენტიფიცირება, მათთვის სტუმრის ბარათის გადაცემა და შესაბამის პროგრამაში მონაცემების ასახვა;
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.             
            
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 15 იანვრის №35/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი“.

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ასევე, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია უმაღლესი აკადემიური განათლება სამართალმცოდნეობის განხრით);                           
•	არანაკლებ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
•	კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა;
•	ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
•	ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	კომუნიკაბელურობა;
•	გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
•	სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
•	პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•	ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
•	განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
•	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    წერითი დავალება მოიცავს:

            •	ტესტირებას ზოგად უნარებში;
            •	ტესტირებას ქართულ ენაში.

            •	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების 50%-იან ბარიერს, როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან კანდიდატმა უნდა მიიღოს 40 ქულა და მეტი. 

            •	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
            	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
            	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
            	განათლების ველში ატვირთოთ ცნობა უნივერსიტეტიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 
                        


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •  საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება