ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 1 საათი, 0 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 18


ვაკანსიის N 56914     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მოქალაქეთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
650 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ა)საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, ავტრანსპორტის დგომა-გაჩერების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
ბ)დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
გ) ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
დ)რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, რომელიც ეხება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამის
გავრცელებას.
ე)სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 77 და 77 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1522 და 159-ე მუხლების საფუძველზე.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
პროფესიული
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის;

-  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული მუხლების;

- ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;

- გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

-  „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება;

 - ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილება.

http://kutaisi.gov.ge/OLD/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ქუთაისი, რუსთაველის N3
საკონტაქტო ტელეფონები
599075460
საკონტაქტო პირი
გურანდა გობიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    1.სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან გერმანული ან რუსული) B2 დონეზე ცოდნა;
ა)კრეატიულობა;
ბ)პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
გ)ორგანიზებულობა;
დ)გუნდური მუშაობა;
ე)შედეგზე ორიენტირებულობა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) კანდიდატმა მიუთითოს რეკომენდატორი და ატვირთოს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული იქნება საკონკურსო განაცხადის შევსებამდე მაქსიმუმ 3 თვით ადრე.
2.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება