ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 1 საათი, 48 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 56907     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ა)ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ–სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით.
ბ)არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება.
გ)ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე /სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა–გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა/.
დ)კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტზე არქიტექტურულ–სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში.
ე)არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ.
ვ)საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და ღავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება.
ზ)ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.
თ)სამსახურის უფროსისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირებისდავალებების შესრულება.
ი)შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,;

- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული მუხლები;

- საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა დათავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;

- საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“,

- ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტა;

- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის

- „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

-  „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება;

-  ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილება.

http://kutaisi.gov.ge/OLD/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ქუთაისი, რუსთაველის N3
საკონტაქტო ტელეფონები
599075460
საკონტაქტო პირი
გურანდა გობიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    1.სამუშაო გამოცდილება: ეკონომიკურ ან მშენებლობის სფეროში მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
2.სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან გერმანული ან რუსული) B2 დონეზე ცოდნა;
ა)კრეატიულობა;
ბ)პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
გ)ორგანიზებულობა;
დ)გუნდური მუშაობა;
ე)შედეგზე ორიენტირებულობა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
გ) კანდიდატმა მიუთითოს რეკომენდატორი და ატვირთოს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული იქნება საკონკურსო განაცხადის შევსებამდე მაქსიმუმ 3 თვით ადრე.
2.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება