ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 2 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 56900     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
პოზიციის დასახელება
ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა.
2. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
21. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
22. დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
23. ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
3. ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო–დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი /შენობა–ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ–ესთეტიკური მდგომარეობა/.
4. ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება–დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.
5. აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად ქალაქში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა–გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
51. ქუჩის სამუშაოების წარმოებასათვის შესაბამისი ნებართვის მომზადება.
6. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა–დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
7. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
8. არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
9. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
10. იჯარით გაცემული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება.
11. წინადადებების მომზადება და განხილვა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების /მონუმენტურ–დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა/ მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით.
12. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ–სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით.
13. არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება.
14. ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა–გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა–მოწესრიგება და სხვა).
15. კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ–სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში.
16. არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ.
17. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება.
18. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.
19. კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე.
20. გადამზიდავთა მიერ სანებართვო პირობების დაცვის კონტროლი.
21. დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სფეროში კანონით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი.
22. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361, 513, 533, 55-ე, 552, 553, 771, 772, 825, 103-ე, 1074, 1191 მუხლების, 125 ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1254 მუხლის მე-2 ნაწილის, 135-ე, 1351, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1778, 1779 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე.
23. ქუჩებსა და მოედნებზე, ქალაქ ქუთაისის საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენებასა ან მოხსნაზე, მონიშვნითი სამუშაოებისგანხორციელებაზე წინადადების მომზადება და კოორდინაცია.
24. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.
25. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა.
26. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
27. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეალიზაციისას, ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესით“ დადგენილი ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
28. გარე ვაჭრობის უფლების ნებართვის ბრძანების პროექტის მომზადება. შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა–ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

-  ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული მუხლები;

- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;

- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;

-  „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილება;

-  „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

-  „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება;

- „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“     საქართველოს    მთავრობის    2016     წლის    28     იანვრის    №41  დადგენილება;

- „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; 

-  „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება;

- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილება.

http://kutaisi.gov.ge/OLD/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ქუთაისი, რუსთაველის N3
საკონტაქტო ტელეფონები
599075460
საკონტაქტო პირი
გურანდა გობიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    1.სამუშაო გამოცდილება: ინჟინერიის, იურიდიულ ან საზედამხედველო-ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება; მათ შორის
ხელმძღვანელობის 1 (ერთი)წლიანი გამოცდილება ან ინჟინერიის, იურიდიულ ან საზედამხედველო-ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი
გამოცდილება;
2.სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან გერმანული ან რუსული) B2 დონეზე ცოდნა;
ა)კრეატიულობა;
ბ)პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
გ)ორგანიზებულობა;
დ)გუნდური მუშაობა;
ე)შედეგზე ორიენტირებულობა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
გ) კანდიდატმა მიუთითოს რეკომენდატორი და ატვირთოს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული იქნება საკონკურსო განაცხადის შევსებამდე მაქსიმუმ 3 თვით ადრე
2.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება