ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 2 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 56892     

პოზიციის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
სენაკი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელებს განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას;
- სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი ხელშეწყობა;
- სტრუქტურული ერთეულებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში სამართლებრივი დახმარება; 
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობა სასამართლოში.
- კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.
- ასრულებს კანონმდებლობით დადგენილ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს  სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“;
  • “საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიურად გამოქვეყნების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N2019 დადგენილება;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების -რესურსცენტრების  ტიპური დებულება“.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქალაქ სენაკი, ცოტნე დადიანის ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები
577953038
საკონტაქტო პირი
დარეჯან ზარანდია

დამატებითი მოთხოვნები
                    
სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (მეტყველება- B2 დონე; წერითი უნარები- B2 დონე );
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის  აუცილებლად ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი:

- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ;
- სამართლის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ;
- სამოტივაციო წერილი;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო განაცხადში უნდა მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორი მისი სამუშაო ადგილისა და პოზიციის და საკონტაქტო ინფორმაციის (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) მითითებით.

კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში შერჩეული კანდიდატის მიერ დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში აუცილებლად 
წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
1. ცნობა ნასამართლეობის შესახებ საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის მითითებით;
2. ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
3. ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის;
4. ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რომ გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                ღია კენჭისყრა; განცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე;
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება