ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 1 საათი, 57 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 21


ვაკანსიის N 56882     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
რუსთავის საქალაქო სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
3
სამსახურის ადგილმდებარეობა
რუსთავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1.	ვალდებულია თავაზიანად და კორექტულად ეპყრობოდეს სასამართლოში მოსულ მოქალაქეებსა და სამართალწარმოების მონაწილეებს, თავი წარადგინოს მათთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე და პირადად შეხვედრისას; 

2.	სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემები შეაქვს საქმის განხილვის ფორმულარში, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით და სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათზე დართვის მიზნით გადასცემს კანცელარიას; 

3.	თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს;

4.	ვალდებულია სწორად შეიტანოს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება; როგორც წესი, ოქმში ფიქსირდება პროცესის მონაწილეთა როგორც შეკითხვა, ისე შეკითხვაზე პასუხი;

5.	უფლება აქვს ოქმის მომზადებისას გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალებები, რომელთა ჩანაწერები ოქმს თან ერთვის. სასამართლო სხდომის ან ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შემდეგ მაგნიტოფონის, კომპიუტერისა ან სხვა ტექნიკური საშუალებების ჩანაწერები გადატანილი უნდა იქნეს ოქმში;

6.	სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებამოსილია ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს იგი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს;

7.	იძლევა ახსნა-განმარტებებს სასამართლო სხდომაზე, თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები;

8.	საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აკერებს: საცნობარო ფურცელს, განჩინებას (დადგენილებას) და საქმის განხილვისას წარმოებულ მიმოწერის მასალებს, კანონით დადგენილი წესით შემოწმებულ და ხელმოწერილ სასამართლო სხდომის ოქმს, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტს სასამართლო განხილვისას მათი შემოსვლის თანამიმდევრობით, განაჩენს ან გადაწყვეტილებას (ის დოკუმენტები, რომლებიც მხარეებმა გადასცეს მოსამართლის თანაშემწეს, უნდა დარეგისტრირდეს კანცელარიაში და გადაეცეს სხდომის მდივანს);

9.	ნომრავს საქმის ფურცლებს და საცნობარო ფურცელზე აღწერს საქმეში არსებულ დოკუმენტებს საქმის ფურცლების მითითებით.

10.	შეამოწმოს, გამოცხადდნენ თუ არა სასამართლო პროცესის მონაწილე პირები და მოახსენებს სასამართლოს გამოცხადებულთა ვინაობის შესახებ, ხოლო მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ;

11.	მოამზადოს სისხლის სამართლის საქმე სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის გადადების შემთხვევაში (პროცესის მონაწილეთათვის სასამართლოს სხდომის დროის და ადგილის შეტყობინება);

12.	ყოველდღიურად მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო დღის 09:30 საათისა სტატისტიკის მწარმოებელ სპეციალისტს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია: კანცელარიაში ჩაბარებული და სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი საქმეების შესახებ; სტატისტიკური ბარათი განაჩენით დამთავრებულ საქმეზე - ფორმა N2-ო დამატება;

13. სწორად და სრულყოფილად აწარმოოს სასამართლოს სხდომის ოქმი, ასევე უზრუნველყოს მისი კანონით დადგენილ ვადაში მომზადება;

14.	უზრუნველყოს მხარეებისათვის საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაღება მოსამართლის წერილობითი ნებართვით;

15.	იმ შეთხვევაში, თუ დანიშნული პროცეცის ჩატარება შეუძლებელია სასამართლოს მიზეზით, ვალდებულია ამ მიზეზის გამოვლენისთანავე უზრუნველყოს მხარეთა ინფორმირება;

16.	სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო ქონება, ბუნებრივი რესურსები, ენერგო რესურსები და მატერიალური ფასეულობები გამოიყენოს და გახარჯოს ეკონომიურად. 

17.	არაუგვიანეს ყოველი კვირის ბოლოს აკინძოს საქმე მყარად, ზონარის საშუალებით, ქრონოლოგიური თანმდიდევრობით და გადანომროს საქმის ფურცლები;

18.	მოსამართლის თანაშემწის სამსახურში არყოფნის შემთხვევაში სხდომის მდივანი, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ვალდებულია შეასრულოს როგორც მოსამართლის თანაშემწის, ასევე სხდომის მდივნის მოვალეობები
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

თ)"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ი)"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

კ)"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

ლ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

ნ)საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით დამტკიცებული "რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულება;

ო)"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება;

პ)“საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. № 6 (რუსთავის საქალაქო სასამართლო)
საკონტაქტო ტელეფონები
577670939
საკონტაქტო პირი
გურამ კორკოტაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - იურიდიულ სფეროში 1 წელი სამუშაო გამოცდილება;

- როგორც წესი, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ან სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

- ანალიტიკური აზროვნების უნარი;

- გუნდური მუშაობა;

- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

- დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა ჩემი რეზიუმეს შესაბამის დოკუმენტაციის ბლოკში სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დიპლომის (ცნობის) ასლი;

ბ) იურიდიულ სფეროში 1 წლის მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტი;

გ) იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასამართლოში სხდომის მდივნად არანაკლებ 1 წლის მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

- მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით;

- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);

- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;

- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე;

- საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება