ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 0 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 38


ვაკანსიის N 56873     

პოზიციის დასახელება
სტაჟიორი ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურში
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი

ფუნქციები
                             •	შესაბამისი დავალების საფუძველზე სამართლებრივი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მემორანდუმი და სხვა) პროექტების შედგენა;
•	მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირების გეგმის განსაზღვრა და შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების შედგენა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და მათ შესახებ ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და შიდა მარეგულირებელი აქტების (შინაგანაწესის, მომსახურების სტანდარტის, ინსტრუქციის და სხვა) პროექტების მომზადებაში ჩართულობა;
•	სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილ კორესპონდენციაზე რეაგირების განხორციელება და შესაბამისი წერილის პროექტის მომზადება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევაში ჩართულობა;
•	უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    

აუცილებელია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  •  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  •  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  •  საქართველოს შრომის კოდექსი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-32-ე მუხლები;
  • „ნორმატული აქტების შესახებ“ კანონი.

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია კანდიდატი იყოს იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი; 
აუცილებელია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა (B1 დონე);
აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება მინიმუმ 2 საოფისე კომპიუტერული პროგრამის ფლობა)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ლოგიკური აზროვნება; 
გამართულად წერის უნარი; 
კომუნიკაბელურობა;
კეთილგანწყობა;
დახვეწილი მეტყველება;
მოტივირებულობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
სწრაფად ათვისების უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
•	აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ან ცნობა უნივერსიტეტიდან.
•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი; 

	წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებში და ქართულ ენაში;
	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ზემოთ მითითებული ტესტირებებისთვის განსაზღვრულ 50%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან თითოეულში მიიღებენ 40 ქულას და მეტს.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •	საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება