ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 0 საათი, 57 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 56872     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული ერთეულების მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ა) ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნისათვის ხელშეწყობა;
ბ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;
გ) მერისთვის წარსადგენი წინადადებების მომზადება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვება, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების გაცნობა და მოსახლეობის კომუნიკაციის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა საკრებულოსთან, მერიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოსა და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება, ორგანიზება, კონტროლი და მერისთვის ინფორმაციის წარდგენა;
ვ) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარება;
ზ) წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების თაობაზე, ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობისა და საჯარო განხილვების ორგანიზებაში მონაწილეობა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციის განხორციელება და მერისთვის მათი მიწოდება;
თ) წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვის კოორდინაცია, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავება და კონტროლი;
კ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში, მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ლ) მერის, ან შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
მ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირების დაბადებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
ნ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდისა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში მონაწილეობის მიღება;
ო) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ წინადადებების მომზადება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი; 

- „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილება;

-  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;

-  „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

-  „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება;

- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილება.

http://kutaisi.gov.ge/OLD/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ქუთაისი, რუსთაველის N3
საკონტაქტო ტელეფონები
599075460
საკონტაქტო პირი
გურანდა გობიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    1.სამუშაო გამოცდილება: ეკონომიკის ან ინფრასტრუქტურის ან საბინაო ინფრასტრუქტურის ან ინჟინერიის სფეროში მუშაობის 2 (ორი) წლიანი გამოცდილება
2.სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან გერმანული ან რუსული) B2 დონეზე ცოდნა;
ა)კრეატიულობა;
ბ)პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
გ)ორგანიზებულობა;
დ)გუნდური მუშაობა;
ე)შედეგზე ორიენტირებულობა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
გ) კანდიდატმა მიუთითოს რეკომენდატორი და ატვირთოს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული იქნება საკონკურსო განაცხადის შევსებამდე მაქსიმუმ 3 თვით ადრე.
2.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება