ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 1 საათი, 15 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 28


ვაკანსიის N 56870     

პოზიციის დასახელება
სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამმართველოს სამეურნეო და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             -	სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობიაში მონაწილეობა;
-	კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობის მიღება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართვა.
-	ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების ორგანიზება, შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარსადგენად მომზადება;
-	საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების განხორციელების შემდგომ მათი მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა;
-	ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები, სამართალი, ეკონომიკა, ტურიზმის მენეჯმენტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი“;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642  ბრძანება.

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
სანაპიროს ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები
+995 32 243 69 99
საკონტაქტო პირი
მარიკა ლემონჯარია

დამატებითი მოთხოვნები
                    დამატებითი მოთხოვნები
•	მაღალი მოტივაცია;
•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	ოპერატიული მუშაობის უნარი;
•	სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
•	კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
•	რამდენიმე პროექტის ერთდროულად შესრულების უნარ-ჩვევები;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სასურველია:
-	საჯარო სექტორში (სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით) მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
-	სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე (procurement.gov.ge) და დოკუმენტბრუნვის ელექტონულ სისტემაში (EMS) მუშაობის გამოცდილება. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დამატებითი ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge). 

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) სარეკომენდაციო წერილი;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმეტი.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
1)	განაცხადების შეფასება/გადარჩევა;
2)	კანდიდატის შეფასება:
ა) ზეპირი დავალება;
ბ) გასაუბრება (გასაუბრების ძირითადი ენაა ქართული, უცხო ენის ცოდნის დასადგენად, შესაძლებელია კითხვები დაისვას უცხო ენაზეც).

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვერ გადავა მომდევნო ეტაპზე.

მეორე ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ, აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში; მეორე ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით (აპლიკანტის მიერ მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებული მოწმობა.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეულ კანდიდატს თანამდებობაზე დანიშვნამდე ადმინისტრაციის მიერ შესაძლებელია მოეთხოვოს ყველა იმ დოკუმენტის დედნის წარმოდგენა, რომელიც ადასტურებს მის შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, ასევე, დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/ცნობის ასლი და დედანი (ასლის დედანთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, დოკუმენტის დედანი უბრუნდება კანდიდატს).
ბ) ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი (ზომა 3X4), CD დისკთან ერთად.
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება