ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 1 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 94


ვაკანსიის N 56865     

პოზიციის დასახელება
იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს.
                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - ამზადებს სამმართველოსთვის განკუთვნილ კორესპონდენციას;
- მონაწილეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის მომზადებაში, იწვევს მხარეებს სხდომაზე, ამზადებს სხდომის ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
- საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგენს სააგენტოს სასამართლოში;
- თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
- საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

- საქართველოს კონსტიტუცია;

- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (მითითებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე);

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;

- საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;

- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა (ყოფილი ბაღდადის ქუჩა) №8
საკონტაქტო ტელეფონები
2242248/12
საკონტაქტო პირი
ნატალი თვალთვაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    - გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სასურველია:
- ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
- სასამართლოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უცხოური ენის ცოდნა;
- თუ კანდიდატს ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა ან/და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, არაუგვიანეს 2019 წლის 12 ნოემბრისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება