ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 2 საათი, 22 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 56860     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
იურისტი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             1.	 განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების გაცნობის უზრუნველყოფა, შესრულების ხელშეწყობა;
2.	 რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების, სამსახურებრივ ინსტრუქციების, რესურსცენტრის შინაგანაწესისა  და რესურსცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
3.	რესურსცენტრისა და ამავე საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში) წარმომადგენლობის უზრუნველყოფა  სასამართლოში. 
4.	  რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში სამართლებრივი დახმარების გაწევა, სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ;
5.	კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და პასუხების  მომზადება;
6.	კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა:
7.	რესურსცენტრის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა
                    

    საკონკურსო თემატიკა:
1.    საქართველოს კონსტიტუცია;
2.    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
3.    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
4.    საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
5.    საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6.    საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
7.    საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
8.    საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
10.    საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
11.    საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“;
12.     „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;
13.    საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების ტიპური დებულება“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქალაქი ბაღდათი, წერეთლის N9 (ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა)
საკონტაქტო ტელეფონები
577922303
საკონტაქტო პირი
ვანო ჟორჟოლიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (მეტყველება - B2 დონე; წერითი უნარები - B2 დონე);

	


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან, ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 (ერთი) წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში; 
- პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს; 
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
 - კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
- აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს: - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადო წესით გაფორმებული, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან/და შრომის წიგნაკი); 
- სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას; 
- შესაბამისი სფეროს სერთიფიკატები (არსებობის შემთხვევაში); 
- მიუთითოს მინიმუმ ერთი მონაცემი რეკომენდატორი პირის შესახებ;
 - საბუთები წარდგენილი უნდა იქნას სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა); 
- კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
 - განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი; 
- კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                1.	კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ფორმა: ღია კენჭისყრა;
2.	კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების  ვადა: განცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე;

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება