ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 2 საათი, 19 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 20


ვაკანსიის N 56842     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
თბილისის საქალაქო სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
- მოსამართლის დავალებით სასამართლოს სხვა აქტების პროექტების მომზადება;
- შესაბამისი სამართლებრივი ლიტერატურის, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გამოყენება;
- ხელმძღვანელის კანონიერი მითითებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) ,,საქართველოს კონსტიტუცია“;

ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”;

ე) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”;

ვ) „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”;

ზ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;

თ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;

ლ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება" (იხილეთ სასამართლოს ვებგვერდზე tcc.gov.ge).



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6
საკონტაქტო ტელეფონები
577 923 323; 595 02 5555; 251 03 00 (1282)

დამატებითი მოთხოვნები
                    - იურიდული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა.

- ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; 
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; 
- გუნდური მუშაობის უნარი; 
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი; 
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა: 
საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. 

- პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;

- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; 
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება კითხვების სახით; 

„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
- იურიდიული სპეციალობით არანაკლებ 2 (ორი) წლის მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი;
- დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის (მოქმედი) პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირი,ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. 

„ჩემი რეზიუმე"-ს ,,რეკომენდატორები"-ს ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი, საქმიანობის სფერო და საკონტაქტო ინფორმაცია;

- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას; 

- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე;

- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით; 

კონკურსანტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება გასაუბრების აუდიოჩაწერა. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება