ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 1 საათი, 38 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 56829     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მანდატური-პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
კატეგორია
მანდატური
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ონი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1.	უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგს, ახორციელებს პერიმეტრის შემოვლას, სასამართლოს ადმინისტრაციული შენობისა და  საგუშაგო ტერიტორიის  დაცვას;  
2.	ახორციელებს კონტროლს სასამართლოს შენობაში შესვლაზე და ამოწმებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
3.	უზრუნველყოფს სასამართლოში შემოსული პროცესის მონაწილეების, დამსწრე და სხვა  პირების შემოწმებას. უზრუნველყოფს დროებით ჩამორთმეული საფრთხისშემცველი ნივთის შენახვას, დაცვას და მფლობელისთვის უკან დაბრუნებას;
4.	ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის, სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, ახორციელებს მოსამართლის მითითებით, სასამართლოს სხდომის დარბაზში საპროცესო საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანას და დაცვას;
5.	ახორციელებს სასამართლოში   წესრიგის დარღვევის გამოვლენას, აღკვეთას, და  რეაგირებს  კანონით გათვალისწინებული ზომებით და შიდა პროცედურებით; 
6.	საჭიროებისამებრ, ავსებს დაკავების ოქმს და კანონმდებლობით   გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციას;
7.	სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, უზრუნველყოფს დარბაზის გათავისუფლებას გარეშე პირებისგან;
8.	უზრუნველყოფს, დაგვიანებით გამოცხადებული პირების სასამართლო სხდომაზე არ– დაშვებას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხდომაზე დასწრებას;
9.	უზრუნველყოფს სხდომაზე დამსწრე პირთა შესაბამისობას, სხდომის დარბაზში არსებულ ადგილების რაოდენობასთან;
10.	აღკვეთს გარეშე, პირთა თავშეყრას, როგორც სასამართლოს შენობაში, ასევე, მის ტერიტორიაზე, თუ აღნიშნული არღვევს წესრიგს და აფერხებს მართლმსაჯულების განხორციელებას;
11.	აღკვეთს თამბაქოს მოწევას (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა),  სასამართლო პროცესის ჩატარებისას,  სხდომათა დამსწრე პირების მიერ, მობილური კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობას;
12.	ვიდეო-კამერების საშუალებით, ახორციელებს სასამართლოს ეზოს, სხდომის დარბაზებისა და შენობის უწყვეტ კონტროლს. ახდენს რეაგირებას და სათანადო რგოლების ინფორმირებას კანონის და წესების სრული დაცვით;
13.	აწარმოებს მანდატურის სადღეღამისო უწყისებს და გადასცემს უშუალო უფროსს;  
14.	კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ხელმძღვანელთა ცალკეულ დავალებებს; 
15.	კანონის ფარგლებში, ახორციელებს სამუშაოსთან დაკავშირებულ  და კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

გ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;

ვ) "სასამართლოში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაცემის წესის შესახებ" სასამართლოს თავმჯდომარის 2013 წლის 22 მაისის N51 ბრძანება;

ზ) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ამბროლაური, მ. კოსტავას ქ. N13
საკონტაქტო ტელეფონები
577 283 983
საკონტაქტო პირი
მერაბ კობახიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -სასამართლოს მანდატური შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს  სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
-სასამართლო მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია.

 -	გუნდური მუშობა;
-	დამოუკიდებელი მუშობის უნარი;
-	ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
-	საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
-	დროის ეფექტიანი მართვა;   
-	ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მომდევნო ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
-კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება.
- კანდიდატტან დაკავშირება მოხდება  მის მიერ განცხადებაში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- კონკურსს ჩაატარებს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია.
,,ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
-სრული ზოგადი განათლების ან/და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
-კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/ გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე( უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
-კონკურსანტის საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე ( კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება