ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 2 საათი, 9 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 79


ვაკანსიის N 56825     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
განათლების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კატეგორია
განათლება
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) საქმიანობის სფეროში მიკუთვნებული პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების დოკუმენტაციის მომზადება (დებულება, სააპლიკაციო და პროგრამული ანგარიშის ფორმები); დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა, კონკურსანტთა განცხადებების მიღება, გადამოწმება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ბ) ინფორმაციების შეგროვება და გაანალიზება პროგრამების აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
გ) სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებთან და რესურსცენტრებთან ერთად ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების წარმოდგენა;
ე) პროგრამების ფარგლებში სატენდერო წინადადების მომზადება;
ვ) განათლების  დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ პროგრამებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კონსულტირება; მონაწილეთა განცხადებების მიღება, გადამოწმება, ხარვეზის გასწორება და დარეგისტრირება; პროგრამაში მონაწილეთა ელექტრონული ბაზის შექმნა;
ზ) სხვადასხვა პროგრამებისა და ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის წევრისა და კონტროლის განმახორციელებელი წევრის უფლებამოსილების განხორციელება;
თ) შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე პასუხების მომზადება;
ი) განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების უზრუნველსაყოფად პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
კ)  დეპარტამენტის უფროსის ზეპირი და წერილობითი დავალებების შესრულება;
ლ) ელექტრონული და მატერიალური დოკუმენტაციის დახარისხება, დაცვა-შენახვა;
მ) საჯარო სკოლის დირექტორთა შვებულებებთან დაკავშირებულ კორესპონდენციებზე პასუხის პროექტის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
დ) „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ე) ეროვნული სასწავლო გეგმა;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ბათუმი, გუდიაშილისქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები
0422 245371
საკონტაქტო პირი
ნათია ქუთათელაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა: 
საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. 
კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge სავალდებულოდ უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ისაქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე; იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) საშუალებით ვერ დასტურდება მითითებული მიმართულება/დარგი/სპეციალობა, აუცილებელია, აიტვირთოს დიპლომის დანართიც; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს/მიმართულებას, მოთხოვნილი სტაჟის ხანგრძლივობას. 
გ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის (მოქმედი) პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში (წარმოსადგენი ცნობა გაცემული უნდა იყოს 2019 წლის 12 აგვისტოს შემდეგ).
კონკურსის მომდევნო ეტაპზე არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს. ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის/ასასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში.  
ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ეტაპებზე კანდიდატების შეფასება ხდება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნაში, პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვისა
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება