ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 2 საათი, 16 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 28


ვაკანსიის N 56824     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
2300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების საჯარო მოსამსახურებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს პრიორიტეტების განსაზღვრას საერთაშორისო ხასიათის ურთიერთობებში;
ე) ახორციელებს უცხო ქვეყნების რეგიონულ ინსტიტუციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას;
ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობათა მხარდაჭერა და კოორდინაცია, სამინისტროს საქმიანობის ეფექტური პოზიციონირება;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სფეროების/დარგების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
თ) სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
ი) რეგიონში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ინვესტიციების მოძიების მხარდაჭერა, გრანტების მოზიდვა და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერ მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;
კ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური დოკუმენტაციის თარგმნა;
ლ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა;
მ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ნ) ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება, უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
ო) სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
პ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
საერთაშორისო ურთიერთობები
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები
0422 245371
საკონტაქტო პირი
ნათია ქუთათელაძე

დამატებითი მოთხოვნები
                     საერთაშორისო ურთიერთობის ან საპროტოკოლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
სასურველია მეორე უცხო ენის B1 დონეზე ცოდნა;
სასურველია დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
 კომპეტენციები: 
• გუნდური მუშაობის უნარი; 
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
• ცვლილებების ინიცირებისა ; 
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა: 
საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. 
კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge სავალდებულოდ უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ისაქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე; იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) საშუალებით ვერ დასტურდება მითითებული მიმართულება/დარგი/სპეციალობა, აუცილებელია, აიტვირთოს დიპლომის დანართიც; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს/მიმართულებას, მოთხოვნილი სტაჟის ხანგრძლივობას. 
გ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის (მოქმედი) პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში (წარმოსადგენი ცნობა გაცემული უნდა იყოს 2019 წლის 12 აგვისტოს შემდეგ).
კონკურსის მომდევნო ეტაპზე არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს. ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის/ასასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში.  
ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ეტაპებზე კანდიდატების შეფასება ხდება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნაში, პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვისა. 
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება