ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 2 საათი, 23 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 56823     

პოზიციის დასახელება
კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და რისკების შეფასების სამმართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურო
კატეგორია
ინფორმაციული უსაფრთხოება
განცხადების ბოლო ვადა
28.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
2800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             -	უზრუნველყოფს რისკების მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, მეთოდოლოგიების,  პროცედურებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებას და დანერგვას;
-	უზრუნველყოფს ბიუროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიურ მონიტორინგს;
-	უზრუნველყოფს ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერას;
-	ახდენს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადებას;
-	კოორდინაციას უწევს თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვას;
-	უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ჩატარებას;
-	ამზადებს ანგარიშს თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სტანდარტის დანერგვის მიმდინარეობის შესახებ; 
-	კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ბიუროში/სამინისტროში მოქმედ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში;
-	მონაწილეობს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული რეკომენდაციების, პროექტების, ანგარიშების,  დასკვნების და სხვადასხვა სახის დოკუმენტების შემუშავებაში. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);
  • საქართველოს შრომის კოდექსი; 
  • „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; 
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
  •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის  №1 ბრძანება;

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N30
საკონტაქტო ტელეფონები
+995 599 955 668
საკონტაქტო პირი
სოფიო ჯაფარიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -	ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება  არანაკლებ 2 წელი;
-	ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების საბაზისო ცოდნა;
-	კომპიუტერული ქსელების არქიტექტურის ცოდნა;
-	თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების მართვის კონცეფციების ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო გარდამავალ პერიოდში ხელმძღვანელობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 126 პრიმა - მუხლის შესაბამისად.
2. სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ვაკანტურ პოზიციებზე აცხადებს ღია კონკურსს.
3. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატი განაცხადს აკეთებს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით.
4. შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შესაბამისად დამოწმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები/ასლი (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით), სერტიფიკატები ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
5. კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს რეკომენდატორი და ატვირთოს ხელმოწერით დადასტურებული სარეკომენდაციო წერილი.
6. კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
7. კანდიდატი, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა წინა ეტაპის გავლის შემთხვევაში.
8. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ითვლება გავლილად, კანდიდატის მიერ კონკურსის ყველა ეტაპის გავლის შემთხვევაში.
9. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან სრულყოფილად არ წარმოადგენს მოთხოვნილ შესაბამის დოკუმენტაციას და არ ექნება სამოტივაციო წერილი წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდგომ ეტაპზე. 
10. კანდიდატის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის შესაბამის ეტაპზე დაუშვებლობის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
11. კანდიდატს, მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 
12. თითოეული ვაკანტური თანამდებობისათვის კანდიდატის შეფასებას ახორციელებს სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროს საკონკურსო კომისია.
13. საკონკურსო კომისიის მიერ, კანდიდატის შეფასებისას ხდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული დონის, კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
14. გასაუბრება წარიმართება ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის და კორექტულობის პრინციპების დაცვით. გასაუბრების მეთოდები, დასმული კითხვები უნდა იყოს კორექტული, ხოლო კომისია - კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ გავლენას.
15. კანდიდატის შეფასებისას დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატი და უფლებამოსილი პირები. 
16. გასაუბრების დროს აუდიო/ვიდეო ჩაწერა შესაძლებელია განხორციელდეს კანდიდატს თანხმობის შემთხვევაში.
17. გასაუბრების დღეს ყველა კანდიდატი უნდა გამოცხადდეს სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროში (მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ.N 30, III სართული) კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
18. კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ დაიშვება გასაუბრებაზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება