ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

12 დღე, 2 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 57


ვაკანსიის N 56819     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა
03.09.2019
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             • დეპარტამენტში შესული ოფიციალური კორესპონდენციის, მათ შორის უცხოენოვანი კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
• რეგისტრირებული დოკუმენტის (შემოსული, გასული, შიდა და სამართლებრივი აქტები) შემსრულებლისთვის გადაგზავნა/გადაცემის პროცესში მონაწილეობა;
• დეპარტამენტში შექმნილი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის და ადრესატისთვის (შემსრულებელი) გადაცემის უზრუნველყოფა;
• დეპარტამენტიდან გასული წერილების დადასტურება ელექტრონული კვალიფიციური შტამპით;
• დეპარტამენტში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად არის განკუთვნილი;
• დეპარტამენტში შექმნილი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და ადრესატისთვის (შემსრულებელი)გადაცემის უზრუნველყოფა;
• კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირების ინფორმირება დოკუმენტების მოძრაობის შესახებ;
• კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”;
- საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N72 ბრძანება „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)” დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    • საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
• სასურველია Microsoft Office PowerPoint ცოდნა, სასურველია eDocument-ის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

- წერითი დავალება კანდიდატებს მიეცემათ ინგლისურ ენაზე და შეფასდება ქულათა 5 ბალიანი სისტემით; 

- გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წერითი დავალების შედეგად 5 ქულიდან მიიღებენ, სულ მცირე, 3 ქულას. ამასთან, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების დაჯამება არ ხდება.

- კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება