ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 2 საათი, 20 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 56805     

პოზიციის დასახელება
ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ყვარელი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             1.შეიმუშაოს რესურსცენტრისა და სკოლების სამსახურებრივი ინსტრუქციები, რესურსცენტრის შინაგანაწესის და რესურსცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართებლივი აქტების პროექტები;
 2. უზრუნველყოს რესურსცენტრის წარმომადგენლობა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში;
 3.  უზრუნველყოს განათლების სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და  ნოვაციების გაცნობა რესურსცენტრისა  და სკოლებისათვის;
 4.   განახორციელოს რესურსცენტრის საქმიანობის სამართლებლივი ხელშეწყობა;
 5. სამართლებრივი დახმარება გაუწიოს სკოლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში;
 6. უზრუნველყოს სკოლების წარმომადგენლობა სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში;
 7.   უზრუნველყოს სკოლებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა;
  8.  სამსახურეობრივი ურთიერთობებისას, ასევე სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.
   9. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე ან მოთხოვნისთანავე დააბრუნოს ყველაფერი, რაც წინამდებარე ხელშეკრულების დადების შემდგომ რესურსცენტრმა მას სარგებლობაში გადასცა.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა
                    

1 საქართველოს კონსტიტუცია;

2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

6 საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

7 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

8 საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ”;

9 საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

10 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

11 საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“;

12 „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;

13 საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების ტიპური დებულება“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1 ( ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი );
საკონტაქტო ტელეფონები
577171193
საკონტაქტო პირი
ქეთევან ჭიპაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    
1.	სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა  (მეტყველება- B2 დონე; წერითი უნარები- B2 დონე );

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    
.  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ( იურისტი )  შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
     1.  შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
     2.  სამართლის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
     3.   სამოტივაციო წერილი;
     4. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო განცხადში უნდა მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორი მისი სამუშაო ადგილის, პოზიციის და საკონტაქტო ინფორმაციის ( ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ) მითითებით;
     კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში შერჩეული კანდიდატის მიერ დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
       1.  ცნობა ნასამართლეობის შესახებ საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის მითითებით;
       2.   ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
       3.   ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის;
       4.    ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რომ  გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის.
 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში; კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე; 




                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება