ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 0 საათი, 54 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 56793     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საპროექტო სამსახურის ტექნიკური ნებართვების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კატეგორია
საინჟინრო საქმე
განცხადების ბოლო ვადა
26.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
1900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
• საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ, საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;
• საავტომობილო გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება და შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;
• არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გატარების შეთანხმება და თანხმობის შემთხვევაში, ტექნიკური პირობების მომზადება;
• ტექნიკური პირობების გაცემის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო გზის მიმართ კომუნიკაციის მოწყობის პროექტის, სქემის, გეგმის ადგილზე შესწავლა და დაგეგმილი სამუშაოების დაზუსტება;
• დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
• სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
-„საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება;
-„საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება;
- ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილება;
- „გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ივლისის №459 დადგენილება;
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №43/ნ ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Arc GIS            კარგი
AutoCAD            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    • მშენებლობის, საგზაო ან/და საინჟინრო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

   პიროვნული მახასიათებლები:
• ცოდნა ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკის და საზოგადოებრივი სარგებელის შესახებ;
• აქტიური მოსმენის უნარი;
• ინფორმაციის შეგროვების უნარი;
• მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება / ანალიზის უნარი;
• წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტიანად მართვის უნარი.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;

- კანდიდატმა უნდა წამოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.

- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

- კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება