ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

9 დღე, 1 საათი, 22 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 18


ვაკანსიის N 56790     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის შესყიდვების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
31.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
3100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             • სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა და გადანაწილება;
• სამმართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კონტროლი და მონიტორინგი;
• კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტაციის ვიზირება და ხელმოწერა;
• მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სესხისა და გრანტის სახით მიღებული სახსრების ფარგლებში განსახორციელებელი საავტომობილო გზების საინვესტიციო
პროექტებზე შესყიდვების განხორციელება;
• სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობისას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და მათში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე პროექტების მომზადება და ვიზირება სამმართველოს კომპეტენციის შესაბამისად;
• სათანადო პროცედურების (დონორი ორგანიზაციების შესაბამისი სახელმძღვანელოების მიხედვით) დაცვით, ტენდერების გამოსაცხადებლად დოკუმენტაციის შემუშავება და შესაბამის დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმება, ტენდერების გამოცხადება შესყიდვის ტიპის გათვალისწინებით, შემოსული წინადადებების შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება და სატენდერო კომისიაზე გატანა დასამტკიცებლად.
• საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისათვის შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა მიმდინარე და დასრულებული საინვესტიციო პროექტების შესახებ;
• სასესხო ხელშეკრულებების პროექტების განხილვა, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
• კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7
აგვისტოს N43/ნ ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    • სამართლის, შესყიდვების, მშენებლობის, ფინანსების, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საგზაო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება;
• საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების შესყიდვების სახელმძღვანელოებისა და პროცედურების ცოდნა;
• საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

  პიროვნული მასახიათებლები:

• სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
• წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
• ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
• პრობლემების ანალიზის უნარი;
• კრიტიკული აზროვნების უნარი;
• განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
• დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

-კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება