ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 1 საათი, 25 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 15


ვაკანსიის N 56788     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
პოზიციის დასახელება
საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
25.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • საჭიროების შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის წარმართვა, მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა, სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა;
• მის დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;
• საჭიროების შემთხვევაში, სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირება და ხელმოწერა;
• სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და გადანაწილება;
• განვითარების პარტნიორების მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებით, წესებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
• საავტომობილო გზების საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განსახორციელებელი და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;
• განვითარების პარტნიორებისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება მიმდინარე და დასრულებული საავტომობილო გზების საინვესტიციო პროექტების შესახებ;
• მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების, განვითარების პარტნიორების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურების შესაბამისად, სესხისა და გრანტის სახით მიღებული სახსრების ფარგლებში განსახორციელებელი საავტომობილო გზების საინვესტიციო პროექტებზე შესყიდვების ორგანიზება;
• საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობისას, განვითარების პარტნიორების დაფინანსებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე პროექტების მომზადება და ვიზირება;
• კომპეტენციის ფარგლებში, სასესხო ხელშეკრულებების პროექტების განხილვა, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
• კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
• კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის
7 აგვისტოს N43/ნ ბრძანება.
 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    • სამართლის, შესყიდვების, მშენებლობის, ფინანსების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საგზაო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ
შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან სამართლის, შესყიდვების, მშენებლობის, ფინანსების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საგზაო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
• სასურველია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების შესყიდვების სახელმძღვანელოებისა და პროცედურების ცოდნა;
• სასურველია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

   პიროვნული მახასიათებლები:
• სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
• კრიტიკული აზროვნების უნარი;
• სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
• გუნდის განვითარების უნარი;
• განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
• დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
• შედეგზე ორიენტაციის უნარი;
• დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
• კონფლიქტებისა და დავების მართვის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის  ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;
- კანდიდატმა უნდა წამოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

- კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება