ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

27 დღე, 1 საათი, 30 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 56769     

პოზიციის დასახელება
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის მიმართულების ასოცირებული პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
18.09.2019
თანამდებობრივი სარგო:
1625 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             -	კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესსა და მეცნიერული კვლევებში მონაწილეობა ან/და წარმართვა;
-	თავდაცვის ანალიზის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსების გაძღოლა/ სწავლება;
-	სამეცნიერო ნაშრომების, საკონფერენციო თემების, მაგისტრატურის იუნკერთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობისა და სხვა მსგავს აქტივობებში მონაწილეობა;
-	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
-	თავდაცვის ანალიზის მიმართულების და კოლეჯის სხვა აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
-	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
-	დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; 
-	მაგისტრატურის იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
-	მაგისტრატურის იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენისა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა; 
-	თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
-	კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
-	კოლეჯის მეთაურის და მეთაურის მოადგილის წინაშე ანგარიშვალდებულება.
-	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და კოლეჯის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                        ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის  ხარისხი სოციალურ/პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება.

   დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით,  სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის ან სამხედრო მეცნიერების სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
   პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევისას დამატებით უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო ურთიერთობების ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის გამოცდილება, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტის ხელმძღვანელობის გამოცდილება, სამაგისტრო შრომების რეცენზირება, პუბლიკაციები ან მონაწილეობა კონფერენციებსა და ფორუმებში თავდაცვის ან სტრატეგიული საკითხების სფეროში ისევე, როგორც ხსენებულ სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

   კანდიდატს უნდა შეეძლოს სამაგისტრო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან ორი ან რამდენიმე სასწავლო კურსის გაძღოლა: 
1.	კვლევის მეთოდები;
2.	საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა;
3.	საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის თეორიული მიდგომები;
4.	საერთაშორისო ორგანიზაციები;
5.	დაზვერვა და კონტრდაზვერვა;
6.	ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები; 
7.	სამეცნიერო კვლევის პრაქტიკული სემინარი;

   კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა (C 1 ან NATO STANAG 6001  2+ ან 3 დონე). 

    აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-   საოფისე და სხვა სპეციალური პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-   სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-   კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                       გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე (თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2019 წლის 8 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით.

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილების ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
  კონკურსი ჩატარდეს შემდეგ ეტაპად:
I ეტაპი - კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
II ეტაპი-ინგლისური ენის ტესტირება (კანდიდატები გაივლიან NATO STANAG 6001 სტანდარტის შესაბამის მესამე დონის ტესტს, სადაც შემოწმდებიან ენის ცოდნის ოთხ ენობრივ უნარ-ჩვევაში: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი, ხოლო საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი აკადემიური განათლების (ინგლისურენოვანი) მქონე კანდიდატები არ გაივლიან ინგლისური ენის ტესტირებას;
III ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება, შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.
კანდიდატის შერჩევა განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება. 

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება