ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

9 დღე, 1 საათი, 4 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 56755     

პოზიციის დასახელება
სამეგრელოს რეგიონული არქივის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
31.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
3
სამსახურის ადგილმდებარეობა
ზუგდიდი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • არქივის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
• საარქივო დოკუმენტების მოძიებასა და შესაბამისი ინფორმაციის (ცნობა, წერილი) მომზადება-გაცემაში მონაწილეობის მიღება;
• ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“.

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.№1
საკონტაქტო ტელეფონები
0322478101

დამატებითი მოთხოვნები
                    • უმაღლესი განათლება, საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

• ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• კეთილგანწყობა;
• მოტივირებულობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებში და ქართულ ენაში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება.

სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.
სტაჟირების განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქულათა სისტემის საფუძველზე. 

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება