ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 3 საათი, 17 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 113


ვაკანსიის N 56403     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს პარლამენტი
კატეგორია
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა
21.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
2200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ა) საგამოცდო/საკონკურსო ტესტების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგის/ტრენინგების მონაწილეთა ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება;
გ) სასწავლო ცენტრის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
დ) სასწავლო ცენტრის საჭიროების შემთხვევაში სასწავლო ცენტრისთვის უცხოურენოვანი (ინგლისურენოვანი) დოკუმენტაციის მომზადება და თარგმნა;
ე) სასწავლო ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში საპროექტო წინადადებებისა და განაცხადების მომზადება;
ვ) ტრენინგების საჭიროებათა და უკუკავშირის შესახებ კითხვარების მომზადება და შედეგების ანალიზი;
ზ) სასწავლო ცენტრის საქმიანობის ყოველთვიური და ყოველწლიური კალენდრის მომზადება და მისი მუდმივი განახლება;
თ) მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების თანამშრომლებთან დაკავშირებული ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება;
ი) მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების თანამშრომლებისათვის სტაჟირების ორგანიზება და შეფასების ანალიზი;
კ) სასწავლო ცენტრის უფროსისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობითი ანგარიშის კვარტალურად წარდგენა;
ლ) დეპარტამენტის უფროსისა და სასწავლო ცენტრის უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (IV თავი);

დ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

ე) საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესი;

ვ) საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მიერ საქართველოს პარლამენტის აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი;

ზ) საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესი;

თ) საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება;

ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის დებულება;

კ) საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
საკონტაქტო ტელეფონები
(+ 995) 032 228 13 21, (+ 995) 032 228 13 35

დამატებითი მოთხოვნები
                    1. ადამიანური რესურსების მართვის, განათლების ან/და ხარისხის მართვის, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2. ელექტრონული გამოკითხვის სააპლიკაციო პროგრამების (Google Surveys ან/და სხვ.) ცოდნა.

3. სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა. 
2. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება. 
3. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიოჩაწერა. 
4. კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე − www.parliament.ge/ge/konkursi.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება