ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 56389     

პოზიციის დასახელება
ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის მედდა
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
ორგანიზაციის შესახებ
                    ს.ს.ი.პ. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
                    
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
510 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             - ექიმის დანიშნულებით კომპეტენციის ფარგლებში სამკურნალო მანიპულაციების შესრულება;
- ავადმყოფების მომზადება სპეციალისტებთან კონსულტაციებზე გაგზავნის მიზნით დიაგნოსტიკურ და სამკურნალო კაბინეტებში. ასევე ავადმყოფებისაგან გამოსაკვლევი მასალის სწორად აღების და მათი ლაბორატორიაში დროულად გაგზავნის ორგანიზების უზრუნველყოფა;
- სამსახურის უფროსისათვის ან მისი მოადგილისათვის ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესების, შინაგანაწესის დარღვევისა და დიაგნოსტიკურ და სამკურნალო კაბინეტებში საგანგაშო შემთხვევათა შესახებ დაუყოფნებლივ მოხსენება; ამავე დროს სათანადო ზომების მიღება მათი გამოსწორებისათვის;
- მკაცრად დაიცვას ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სამსახურში სანიტარული რეჟიმი და ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესები;
- კვალიფიკაციის ამაღლება, მუდმივი პროფესიული განვითარება, სპეციალურ ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
პროფესიული
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
მედდა, ექთანი, ფერშალი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
  • საქართველოს კანონი ,,პაციენტის უფლებების შესახებ“
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის ბრძანება N64/ნ ,,ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“
  • საქართველოს ორგანული კანონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი“
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის N 36 ბრძანება  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე.“


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორი, ჭავჭავაძის ქ. N56
საკონტაქტო ტელეფონები
0370 27 08 76
საკონტაქტო პირი
ეკატერინე ხუჯაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -სამედიცინო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ,,საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 
„ჩემი რეზიუმე“-ს შესაბამის ბლოკში, კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
-კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე; (ვაკანსიის შევსებისას გთხოვთ, „პირადი ინფორმაციის“ ბლოკში მიუთითოთ რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი);
- კონკურსს ჩაატარებს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკონკურსო კომისია (მის: გორი, ჭავჭავაძის ქ. №56);
- დასაქმებულს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან, შესრულებული სამუშაოს მიხედვით მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება