ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 46 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 36


ვაკანსიის N 56388     

პოზიციის დასახელება
შესყიდვების სამსახურის მრჩეველი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება; 
•	კონკურსების, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვებისა და        გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების უზრუნველყოფა, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის, სატენდერო/საკონკურსო განცხადების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება; 
•	სატენდერო/საკონკურსო  კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება;
•	ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო ხელშეკრულებების, გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებისა და საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება;
•	სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულების მეშვეობით, ხელშეკრულებასთან გათანაბრებული დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა/რეგისტრაცია;
•	განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
•	შესრულებული სამუშაოს შესახებ, ყოველკვარტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად;
•	სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
•	შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება;
•	საჭიროების შემთხვევაში ბაზრის კვლევა, კვლევის შედეგების ანალიზი;
•	კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამის ანგარიშებში ასახვა;
•	დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის გაცნობა  და შესაბამისი რეაგირება;
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ. 
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრაძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის№7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის№1 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლისბრძანებაა №2 „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №7 „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანება №2 „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისისბრძანება №11 „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ასევე, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, „შემსყიდველ ორგანიზაციაში“ მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
•	აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ცოდნა;
•	აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
•	აუცილებელია ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

•	კომპლექსური აზროვნების უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა შეგროვების და ანალიზის უნარი;
•	სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
•	განსხვავებულ ამოცანებზე სწრაფად და ეფექტიანად რეაგირების უნარი;
•	გამართულად წერისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
•	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•	ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	დისციპლინის, ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვის უნარი;
•	მაღალი პასუხისმგებლობა.
                    
                    

დამატებითი ინფორმაცია
                     წერითი დავალება მოიცავს:

    •	პროფესიულ ტესტირებას ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო აქტების მიხედვით;
    •	ტესტირებას ზოგად უნარებში;
    •	ტესტირებას ქართულ ენაში.

    •	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ პროფესიული ტესტირების 75%-იან ბარიერს, ანუ პროფესიულ ტესტირებაში მაქსიმალური 30 ქულიდან მიიღებენ 23 ქულას და მეტს, ასევე გადალახავენ ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების 50%-იან ბარიერს, როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან კანდიდატმა უნდა მიიღოს 40 ქულა და მეტი.

    •	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
    	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
    	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
    	განათლების ველში ატვირთოთ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                        


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •  საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება