ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 3 საათი, 9 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 22


ვაკანსიის N 56379     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კატეგორია
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა
21.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - საკურაციო დეპარტამენტებში თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, სამსახურეობრივი გადაადგილების (გადაყვანა, დაწინაურება, მოვალეობის დაკისრება), დისციპლინარული გადაცდომების, წახალისების, მივლინების და შვებულების ბრძანებების პროექტების მომზადება;                     
- eHRMS პორტალზე საკურაციო დეპარტამენტების თანამშრომელთა პირადი მონაცემების განთავსება;
- საკურაციო დეპარტამენტებში კონკურსებთან, პროფესიულ განვითარებასთან, საქმიანობის შეფასების სისტემასთან, თანამშრომელთა სამსახურებრივ ორიენტაციასთან  დაკავშირებით დაინტერესებულ პირთათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;                                    
- საკურაციო დეპარტამენტებში პროფესიული განვითარების საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, წლიური და ინდივიდუალური სასწავლო და პროფესიული განვითარების  პროგრამების შემუშავება;
- საკურაციო დეპარტამენტებში თანამშრომელთათვის პროფესიული განვითარების აქტივობების  დაგეგმვა, ტრენერების შერჩევა, ტრენერების მომზადების კოორდინაცია, ტრენინგების ორგანიზება და მართვა, ასევე ტრენინგების შედეგების ანალიზის განხორციელება და შესაძლო რეკომენდაციების ინიცირება, ხელმძღვანელ პირთან/პირებთან, ბიუროსთან ანგარიშგება;                                                        
- საკურაციო დეპარტამენტებში სამუშაოს შეფასების სისტემის მართვა, შეფასების შედეგების ანალიზი, სისტემის მუშაობის მონიტორინგი და მის დახვეწასთან დაკავშირებით შესაძლო წინადადებების ინიცირება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს შრომის კოდექსი;

- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; 

- ,,საჯარო  სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; 

- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; 

- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; 

- „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილება;

- „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილება;

- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. N6
საკონტაქტო ტელეფონები
2378010

დამატებითი მოთხოვნები
                    - ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; 
- უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური და/ან რუსული) B1 დონეზე ცოდნა; 
- შედეგზე ორიენტაცია, სახელმწიფოს, დაწესებულებების, სხვადასხვა ჯგუფებისა და ინდივიდუალური პირების მომსახურებაზე ორიენტაცია, პროფესიული განვითარებისა და გუნდური მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; 
 - ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. ასეთ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი თანამდებობაზე მიიღება 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით.   - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;  

- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:  
 * უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;  
 * სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);  
 * დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობს სახელმწიფო სამსახურში (რითაც ასევე, დასტურდება, რომ უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში) ან რეზერვში ჩარიცხული პირი;  
 * სარეკომენდაციო წერილი და ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;  
 * სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.  
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;  
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;  
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.   

აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@mepa.gov.ge 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება