ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 15 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 56378     

პოზიციის დასახელება
ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
ფოთის საქალაქო სასამართლო
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
3
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქ.ფოთი, აღმაშენებლის 3
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             სასამართლო სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სასამართლო აქტებისა და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების მომზადება;
- სამართლებრივი ლიტერატურისა და სასამართლო პრაქტიკის მასალების მოძიება;
- სასამართლო სხდომებზე დასწრება;
- საქმესთან დაკავშირებული ტექნიკური დავალებების შესრულება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება;
- უშუალო ხელმძღვანელისა და სასამართლოს მენეჯერის ყველა სამსახურეობრივი დავალების შესრულება;
- დავალების შემთხვევაში საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების მხარეთათვის გადაცემა;
-მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება, ქსეროასლების გადაღება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;

ვ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.

თ),,საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის №1/251 გადაწყვეტილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.ფოთი, დ.აღმაშენებლის ქ.3
საკონტაქტო ტელეფონები
577 28 42 68
საკონტაქტო პირი
ნანა შამათავა

დამატებითი მოთხოვნები
                    სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.

- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    „ჩემი რეზიუმე"-ს ,,განათლება კვალიფიკაცია"-ს ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ან ცნობა) ან ცნობა უნივერსიტეტიდან (დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტებისათვის).
„ჩემი რეზიუმე"-ს ,,რეკომენდატორები"-ს ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია და დაურთოს ორი სარეკომენდაციო წერილი, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ.

- სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის ვადით.

- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. 
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე, დაესმება შეკითხვები.

- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე;

- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე,კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, განხორციელდება გასაუბრების აუდიოჩაწერა. 

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა, ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ცნობა ნასამართლობის შესახებ და ორი ფოტოსურათი.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                სტაჟირების კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება