ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 25 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 42


ვაკანსიის N 56376     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.mof.ge

                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
•	დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
•	კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება;
•	კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
•	ხელმძღვანელების დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუცია,;

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

 საქართველოს კანონი ,,საპარლამენტი მდივნის შესახებ’’;

 საქართველოს ორგანული კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;

 საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“;

 საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

 საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავები;

საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ’’;

 საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’;

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’;

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 საქართველოს კანონი ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’;

საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;

 საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“;

 საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილება ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’;

 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ (სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე შემოწმდება წერითი დავალებისა და გასაუბრების ეტაპზე).


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ.№16
საკონტაქტო ტელეფონები
2 26 15 47
საკონტაქტო პირი
თამილა ფოლადიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    
უმაღლესი იურიდიული განათლება;

სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

	საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა.

	შემდეგი უნარ-ჩვევები:
o	გუნდური მუშაობის უნარი 
o	კრიტიკული აზროვნების უნარი
o	ადაპტაციის უნარი
o	არგუმენტაციის უნარი
o	ანალიზის უნარი
o	დროის მართვის უნარი
o	ორგანიზების უნარი
o	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
o	ინფორმაციის შეგროვების უნარი
o	მიზანდასახულობა
o	დეტალებზე ორიენტირებულობა

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, ღია კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
•	შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
•	სამოტივაციო წერილი;
•	რეკომენდატორ(ებ)ი.

ღია კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1. განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (კანდიდატის შეფასების ეტაპზე - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან  - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას);
       2. კანდიდატის შეფასება, რომელიც მოიცავს:
      2.1. წერით დავალებას:
 შეფასდება იმ სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლებიც განსაზღვრულია ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებით (მითითებულია შეტყობინების ფორმაში). 
წერითი დავალება მოიცავს მარტივ ( 1ქულიან) და რთულ (2 ქულიან)კითხვებს.
რთული კითხვა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
2.0  ქულა - პასუხი სრულია. კანდიდატს გააჩნია საკითხის საფუძვლიანი ცოდნა.  საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. მსჯელობა ლოგიკურია. ტერმინოლოგია დაცულია.
1.0 ქულა - პასუხი სწორია, თუმცა საკითხი არ არის ამომწურავად გადმოცემული, მსჯელობა დამაკმაყოფილებელია. კანდიდატის მიერ საკითხის ცოდნაში აღინიშნება ნაკლოვანებები, თუმცა არსებითი შეცდომები არ არის დაშვებული, ტერმინოლოგია ნაწილობრივ არის გამოყენებული.
0. 5 ქულა - პასუხი არასრულია. კანდიდატის მიერ საკითხის ცოდნაში აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხი არ არის ამომწურავად გადმოცემული. მსჯელობა ფრაგმენტულია. არ არის გამოყენებული სპეციალური ტერმინოლოგია.
0 ქულა - პასუხი არსებითად მცდარია ან საერთოდ არ არის მოცემული.
მარტივი კითხვა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1.0  ქულა - პასუხი სრულია. კანდიდატს გააჩნია საკითხის საფუძვლიანი ცოდნა.  საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. მსჯელობა ლოგიკურია. ტერმინოლოგია დაცულია.
0.5  ქულა - პასუხი სწორია, თუმცა საკითხი არ არის ამომწურავად გადმოცემული, მსჯელობა დამაკმაყოფილებელია. კანდიდატის მიერ საკითხის ცოდნაში აღინიშნება ნაკლოვანებები, თუმცა არსებითი შეცდომები არ არის დაშვებული, ტერმინოლოგია ნაწილობრივ არის გამოყენებული.
0 ქულა - პასუხი არსებითად მცდარია ან საერთოდ არ არის მოცემული.
წერითი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულაა  11.  
კონკურსის შემდეგ ეპატზე გადავა კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 6  ქულას და მეტს.
       2.2 გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება გასაუბრების აუდიო და ვიდეო ჩაწერა). 
3. კონკურსის შედეგების გამოცხადებას (საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას).

ღია კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
  
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
 ა)     იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისათვის;
 ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
 გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
 დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
 ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება  მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 11 ოქტომბერი.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება