ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 3 საათი, 30 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 50


ვაკანსიის N 56375     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1290 ლარი
ადგილების რაოდენობა
6
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ფხიზლად, კანონის მოთხოვნათა, პროფესიული და  ეთიკის ნორმების დაცვით;
• თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების  დარღვევისას დაუყონებლივ აცნობებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს ან მის თანაშემწეს და მოქმედებს მათი მითითებით;
• კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას სამორიგეო ცვლის სხვა მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობას იღებს მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებაში, მათი ნივთების, საცხოვრებელი საკნების, დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული შენობა ნაგებობების და მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება-დათვალიერებაში და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში;
• ასრულებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მითითებებს;
• სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თან აქვს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული საკნების და სხვა სივრცეების კარის გასაღები, კავშირგაბმულობის საშუალებები;    
• მორიგეობის გადაბარებისას სამოქმედო  ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას ოპერატიულ მორიგეს, ხოლო მორიგეობის ჩაბარებისას მისგან იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ;
• ოპერატიული მორიგისგან იბარებს საკნის და სხვა სივრცეების გასაღებს;
• ოპერატიული მორიგის მითითებით საგუშაგოს მიღება-ჩაბარებისას იწყებს სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორთან ერთად საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულთა  რიცხობრივი, ვიზუალური გადათვლით და მსჯავრდებულთა მიღებას ადასტურებს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგო უწყისზე ხელის მოწერით;
• აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს;
• თუ მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში რომელიმე მსჯავრდებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ ატყობინებს  სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს;
• თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილებას; 
• საკნებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას  აწარმოებს სათვალთვალო ღიობიდან;
• საკნის კარების გაღებამდე სათვალთვალო ღიობის მეშვეობით რწმუნდება საკანში შესვლის უსაფრთხოებაზე;
• კარების გაღების შემდეგ დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა ქცევას.  საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს საკანში შესასვლელ კარებს;
• იღებს ზომებს საკნებიდან მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად  და მათი მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო  ქმედებების აღსაკვეთად;
• ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს;
• მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში გასცემს საგანგაშო სიგნალს   და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
• მსჯავრდებულის მიერ  ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით მიმართვისას აცნობებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს;
• 19. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, კანონმდებლობის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოახსენებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს  და მოქმედებს შემდგომი მითითების შესაბამისად; 
• უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, ნივთიერებების და წერილების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს  ან   მის თანაშემწეს  და იღებს ზომებს ადგილზე  მათ დასაცავად;
• თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს  ან მის თანაშემწეს ამასთან იღებს ზომებს თვითმკვლელობის/თვითდაზიანების აღსაკვეთად;
• სისტემატიურად აკონტროლებს მსჯავრდებულთა მიერ სანიტარული ჰიგიენური ნორმების დაცვას;
• მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების სამუშაო ინსტრუმენტების ელექტრო ენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;
• ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში გასცეს საგანგაშო სიგნალი შეატყობინოს დაწესებულების ხელმძღვანელობას და მიიღოს ზომები მის ჩასაქრობად, იმ შემთხვევაში თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფთხეს არ წარმოადგენს;
• თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთათვის ბასრი მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გამოყენების წესს;
• ახორციელებს მსჯავრდებულთა ხანმოკლე, ხანძლივ და ვიდეო პაემანზე/ შეხვედრაზე გაყვანას და მის ზედამხედველობას, დადგენილი წესების დარღვევის შმთხვევაში დაუყოვნებლივ წყვეტს პაემანს და აცნობებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს;
• საცხოვრებელ საკნებში ან დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში( ჩხუბი,დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო მოქმედება) საგუშაგოს დატოვების გარეშე აცნობებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად;
• სისტემატიურად მოახსენებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ;
• მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შმთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად;
• კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად ახდენს მსჯავრდებულთა საცხოვრებელი კორპუსის, საკნების და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგეწბობების ტექნიკურ დათვალიერებას;
საჭიროებიდან გამომდინარე სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მითითებით აკონტროლებს დაწესებულების ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას;
• სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს  სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს და აბარებს საგუშაგო უწყისს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული საკნების და სხვა სივრცეების კარის გასაღებებს, კავშირგაბმულობის საშუალებებს;   
• საგუშაგოს გადაბარების შემდეგ სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის ნებართვით თავისუფლდება სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან;
• თავისი საქმიანობისას  განხორციელებისას უნდა ხელმძღვანელობდეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N118 ბრძანება. 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საჯარო სამსახურში, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
დ) არასრულწლოვნებთან მუშაობის გამოცდილება (არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორისათვის);
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ზ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას: 

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ტესტირება ზოგად უნარებში;
დ) გასაუბრება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება