ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 3 საათი, 40 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 31


ვაკანსიის N 56373     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1290 ლარი
ადგილების რაოდენობა
5
სამსახურის ადგილმდებარეობა
N15 პენიტენციური დაწესებულება (დაბა ქსანი)
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ფხიზლად, კანონის მოთხოვნათა, პროფესიული და  ეთიკის ნორმების დაცვით;
• იცავს სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დღის განრიგის, არსებული ვითარების გათვალისწინებით დახმარებას უწევს სამოქმედო დანაყოფზე განწესებულ სხვა განყოფილებების მოსამსახურეებს  დსაკისრებულ მოვალეობათა შეასრულებაში;
•  თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების  დარღვევისას დაუყოვნებლივ აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს და მოქმედებს მისი მითითებით, დადგენილი წესის თანახმად;
• კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მონაწილეობას იღებს მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებაში. საკნების, სხვა სივრცეებისა და სათავსოების შემოწმება-დათვალიერებაში და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში. 
• ასრულებს შესაბამისი დანაყოფის მთავარი ინსპექტორის, უფროსი და დადგენილი წესით ოპერატიული მორიგის მითითებებს;
• ევალება დღის საათებში თან იქონიოს მის სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული საკნების და სხვა სივრცეების კარის გასაღები, კავშირის საშუალებები ან/და მასზედ განპიროვნებული სხვა ნივთები და არ დაუშვას მათი სხვისთვის გადაცემა. დაუშვებელია გასაღებების კარებში დატოვება;
• მორიგეობის გადაბარებისას სამოქმედო  დანაყოფებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას უფროს ინსპექტორს, ხოლო მორიგეობის ჩაბარებისას მისგან იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ და შესაბამის მითითებებს;
• უფროსი ინსპექტორისგან იბარებს საკნის და სხვა სივრცეების გასაღებს;
• ამოწმებს დასაცავი ობიექტების და შესაბამისი ინვენტარის, კერძოდ: საკნების, პალატების, ჰოლების, გასახდელების, საშხაპეების და სხვა ოთახების, კარების, საკეტების, ინვენტარის, ცხაურების, განათების, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებების, საკომუნიკაციო შახტების,  ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, ეზოს ინვენტარის, გრძელი სკამების, ტელეფონების მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციების, ეზოში სანიაღვრეებისა და ჭების, ეზოს კარებების, ეზოს გამწვანების, ეზოს სარწყავი სისტემების, შადრევნების, აგრეთვე სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების შემოწმებას. რწმუნდება  მათ გამართულობაში. შემოწმების შედეგების შესახებ ადგენს  ოქმს და წარუდგენს უფროს ინსპექტორს;
• საგუშაგოს მიღება-ჩაბარებისას დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორთან ერთად ახდენს საკნებში განთავსებულ  მსჯავრდებულთა რიცხობრივ, ვიზუალურ გადათვლას და მსჯავრდებულთა მიღებას ადასტურებს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგოს უწყისზე ხელის მოწერით;
• აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და ამის თაობაზე მოახსენებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
•  თუ მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში რომელიმე მსჯავრდებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ ატყობინებს დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორს;
• უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილებას;
• საკნებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას  აწარმოებს სათვალთვალო ღობიდან;
• საკნის კარების გაღებამდე სათვალთვალო ღობის მეშვეობით რწმუნდება საკანში შესვლის უსაფრთხოებაში;
•  კარების გაღების შემდეგ დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს საკანში შესასვლელ კარებს;
• დღის განრიგით გათვალისწინებულ დროებში საკანში მყოფ მსჯავრდებულთა მიერ, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესების დარღვევისას საკნის კარების სარკმელიდან აფრთხილებს მათ და მოითხოვს წესრიგის დაცვას, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ატყობინებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
• საკანში ან დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან  მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში (ჩხუბი, დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო მოქმედება) საგუშაგოს დატოვების გარეშე, ამის თაობაზე აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და მოქმედებს მათი მითითების შესაბამისად;
• უფროსი ინსპექტორის ნებართვით საკნის კარების გაღებას ახდენს მეორე ინსპექტორ-კონტროლიორის, ხოლო ღამის საათებში მეორე ინსპექტორ-კონტროლიორისა და უფროსი ინსპექტორის თანდასწრებით;
• იღებს ზომებს საკნებიდან მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად  და მათი მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო  ქმედებების აღსაკვეთად;
• ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს;
•  დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას მსაჯვრდებულის მიერ საკნიდან გამოძახების  შემთხვევაზე;
• დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების  მიხედვით უზრუნველყოფს  შუქების გამორთვას;
•  მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში რადიო სადგურის საშუალებით აცნობებს ოპერატიულ მორიგეს და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
•  სხვა საგუშაგოზე თავდასხმისას დაუყოვნებლივ ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს თავდასხმის მოგერიებაში;
• ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს, მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს და იღებს ზომებს მის ჩასაქრობად იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს;
• კორპუსიდან გაყვანისას (შეხვედრები, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები ა.შ.) მონაწილეობს თავის სამოქმედო დანაყოფიდან მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანაში, მსჯავრდებულებს აბარებს გამცილებელს რაოდენობითა და სახელობით და ასევე იღებს მათ რაოდენობითა და სახელობით;
• იმ შემთხვევაში თუ  მსჯავრდებული მიმართავს ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით,  ამის თაობაზე აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
• თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ახსენებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და შემდგომი მითითების შესაბამისად მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში;
• უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, ნივთიერებების და წერილების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და იღებს ზომებს ადგილზე  მათ დასაცავად;
• თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს, ამასთან იღებს ზომებს თვითმკვლელობის/თვითდაზიანების აღსაკვეთად;
• თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში  საკანში კარების სარკმლიდან მოუწოდებს და აძლევს ინსტრუქციას საკანში მყოფ მსჯავრდებულებს არ დაუშვან თვითმკვლელობა/თვითდაზიანება ან ასეთის  მცდელობა და დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულს. დანაყოფში მყოფ დაწესებულების სხვა მოსამსახურეებთან ერთად იღებს ზომებს დაზარალებულის გადასარჩენად. შემთხვევისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს, ხოლო მათი არ ყოფნის შემთხვევაში ოპერატიულ მორიგეს;
• სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს  უფროს ინსპექტორს;
• საგუშაგოს გადაბარების შემდეგ შესაბამისი დანაყოფის უფროს ინსპექტორს აბარებს დანაყოფის საგუშაგო უწყისს. მთავარი ინსპექტორის ნებართვით თავისუფლდება სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან;
• ტოვებს კორპუსს მთავარ ინსპექტორთან ან ოპერატიულ მორიგესთან შეთანხმებით;
• ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.




            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N111 ბრძანება. 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საჯარო სამსახურში, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს შემდეგ აუცილებელ დოკუმენტაციას:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 
ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება;
გ) უნარ-ჩვევები;
დ) გასაუბრება.


3. კონკურსი ჩატარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობაში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება