ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 3 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 23


ვაკანსიის N 56372     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1160 ლარი
ადგილების რაოდენობა
8
სამსახურის ადგილმდებარეობა
დაბა ქსანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღებას, მიღების არხების გამოვლენას და აღკვეთას;
• აკონტროლებს დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
• აკონტროლებს დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს;
• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამოწმებს დაწესებულების ტერიტორიას, შენობა-ნაგებობას და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულებს და სხვა პირებს, მათ ნივთებს, ნივთიერებებს, ადგილსამყოფელს და სატრანსპორტო საშუალებებს;
• ამოწმებს და ორგანიზებას უკეთებს ამანათების მიღება-გაგზავნას; 
• ახორციელებს ფსიქოტროპული პრეპარატების მსჯავრდებულთათვის გადაცემისა და მოხმარების მონიტორინგს;
• კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნაში;
• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას და აღრიცხავს ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებს, აკონტროლებს მათ დროულად მიღება-გაგზავნას და შენახვას.
•  მონაწილეობას იღებს რისკების შეფასებისა და დადგენის პროცესში ;
•  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

 

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N111 ბრძანება. 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
ბ) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას: 

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ტესტირება ზოგად უნარებში;
დ) გასაუბრება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება