ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 3 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 34


ვაკანსიის N 56370     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1160 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
N15 პენიტენციური დაწესებულება (დაბა ქსანი)
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • უზრუნველყოფს შეტყობინებების დროულად გადაგზავნას სასამართლოებში, მათზე რიცხული მსჯავრდებულების შესახებ;
• აწარმოებს სპეციალურ ჟურნალს, სადაც აღირიცხება დაწესებულების სოციალური მუშაკების მიერ პირადი საქმეების გამოთხოვა;
• მსჯავრდებულის მიღებისას  შესაბამისი დოკუმენტაციის   გაფორმება და  პირად საქმეებში მოთავსება;
• კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მსჯავრდებულთა დახასიათებას; 
• აწარმოებს მსჯავრდებულთა  პირად საქმეებს;
• ამზადებს მასალებს მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
• აღრიცხავს უცხო ქვეყნის მოქალაქე და საპენსიო ასაკს მიღწეულ მსჯავრდებულებს;
• მსჯავრდებულთა  გადაყვანასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმება;
• აწარმოებს სააღრიცხვო ბარათებს / კართოტეკულ აღრიცხვას;
• უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პერსონალურ და რაოდენობრივი აღრიცხვას;
• აწარმოებს ერთიან საინფორმაციო ბაზას;
• აწარმოებს საარქივო პირად საქმეებსა და უზრუნველყოფს მათ  აღრიცხვასა და შენახვას;
• მსჯავრდებულთა გათავისუფლებისას შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;
• პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ვადების გამოთვლა და კონტროლი;
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

ზ) „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანება;

თ) ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანება;

ი) „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანება;

კ) ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანება;

ლ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას);
ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს შემდეგ აუცილებელ დოკუმენტაციას:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ტესტირება ზოგად უნარებში;
დ) გასაუბრება.


3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება