ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 3 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 21


ვაკანსიის N 56368     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს N16 განყოფილების ოცეულის მეთაურის მოადგილე
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
რუსთავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • ყარაულების ცვლისას იბარებს საყარაულო შენობას, ინვენტარსა და ქონებას აღწერილობის მიხედვით;
• ყარაულის უფროსის ბრძანებით, გაყავს მორიგი ცვლა საგუშაგოებზე და ამოწმებს გუშაგების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
• სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მკაცრად აკონტროლებს დადგენილი სასაშვო რეჟიმის განხორციელებას;
• ყარაულში განწესებულ მოსამსახურეებთან ატარებს ინსტრუქტაჟს დასახული ამოცანების წარმატებულად შესასრულებლად;
• მეთვალყურეობას უწევს საყარაულო შენობაში არსებული მოწყობილობის, ინვენტარისა და ქონების შენახვას და მათ სწორ ექსპლუატაციას;
• ოცეულის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს განყოფილებების სარეგისტრაციო ჟურნალების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 ბრძანება;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №276 ბრძანება;

ი) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანება;

კ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;

ლ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება; 

მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანება;

ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი ან სრული ზოგადი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი, ან წვევამდელის მოწმობა;
ე) ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება;
ვ) ასაკი - 18 წლიდან.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას: 

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
3. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა (დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით); 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ფიზიკური ნორმატივები; 
დ) ტესტირება ზოგად უნარებში;
ე) გასაუბრება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება