ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 2 საათი, 42 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 56367     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1225 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დაბა ქსანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • უზრუნველყოს მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებას;
• უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღებას, მიღების არხების გამოვლენას და აღკვეთას; 
• აკონტროლებს დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
• აკონტროლებს დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის  სამუშაოებს;
• უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილებას;
• კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნაში;
• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამოწმებს დაწესებულების ტერიტორიას, შენობა-ნაგებობას და ტერიტორიაზე მყოფმსჯავრდებულებს და  სხვა პირებს, მათი ნივთებს, ნივთიერებებს, ადგილსამყოფელს და სატრანსპორტო საშუალებებს;
• „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მირება - გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;  კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და რეაგირებას ახდენს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კორესპოდენციაზე;
• ამოწმებს და ორგანიზებას უკეთებს  ამანათების მიღება-გაგზავნას სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
• მონაწილეობას იღებს რისკების შეფასებისა და დადგენის პროცესში ;
• ახორციელებს ფსიქოტროპული პრეპარატების მსჯავრდებულთათვის გადაცემისა და მოხმარების მონიტორინგს;
• დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია და გამოვლენა;
• უსაფრთხოების მიმართულებით დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
• მსჯავრდებულთათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა - ჩაბარების კონტროლი;
• დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო - გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
• კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

 

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

ზ) საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“

ი) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

კ)„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3ივლისის №52 ბრძანება;

მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისდებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ნ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

ო) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

პ) ციხის ევროპული წესები;

ჟ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას);
ბ) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას: 

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
გ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ტესტირება ზოგად უნარებში;
დ) გასაუბრება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება