ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 2 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 15


ვაკანსიის N 56366     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1305 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დაბა ქსანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს კანონმდებლობის მოთხოვნათა, პროფესიული და ეთიკის ნორმების დაცვით;
• ასრულებს დირექტორის, კურატორი დირექტორის  მოადგილის, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის და ოპერატიული მორიგის დავალებებსა და მითითებებს;
•  მსჯავრდებულთა შეხვედრებისა და პაემნების კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება;
• კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
• კომპეტენციის ფარგლებში კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
• მტკიცედ იცავს შიდა კლასიფიკაციისა და სამარტო საკნებში მსჯავრდებულთა შესახლების და ყოფნის წესებს;
• მორიგეობის მიღებისას ამოწმებს მსჯავრდებულთა რაოდენობას;
• ამოწმებს საკნების, კარების, ფანჯრების გისოსების, კავშირგაბმულობის გამართულობას, საჭიროებიდან გამომდინარე ათვალიერებს საკნებს და ახორციელებს  მსჯავრდებულთა შემოწმება/დათვალიერებას;
• აწარმოებს  საკანში მსჯავრდებულთა შესახლებას დაწესებულების ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით;
• აკონტროლებს  დაწესებულების შესასვლელის და საკნის კარებს;
• ხელს უწყობს დაწესებულების დღის განრიგის შესრულებას;
• უზრუნველყოფს და აკონტროლებს უფროსი ინსპექტორების და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
• ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;

გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“

დ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურისმოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ზ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

თ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ი) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

კ) ციხის ევროპული წესები;

ლ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

ნ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
ბ) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას: 

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ტესტირება ზოგად უნარებში;
დ) გასაუბრება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება