ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 2 საათი, 59 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 15


ვაკანსიის N 56364     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგე
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1390 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დაბა ქსანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • ხელმძღვანელობს სამორიგეო ცვლას;
• ასრულებს დირექტორის  დავალებებსა და მითითებებს;
• კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დაწესებულებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
•   დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან (სამართლებრივი რეჟიმის დარგში)  კოორდინაციით ანაწილებს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ახდენს მათ ინფორმირებას დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ, აძლევს დავალებებსა და მითითებებს და კომპეტენციის ფარგლებში აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
• გასცემს ნებართვას საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვების შესახებ შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთა შორის სივრცეში.
•  სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურესთან ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას და მისი დასრულების შემდეგ მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.
• კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მსჯავრდებულის რეესტრისა და პირადი საქმის წარმოებაში.
• აწარმოებს სადღეღამისო უწყისს.
• უზრუნველყოფს მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმების ორგანიზებას.
• იღებს შეტყობინებებს არსებული ვითარების შესახებ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს აწვდის ინფორმაციას დაწესებულებაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ.
• არსებული ვითარების შესახებ იღებს ინფორმაციას წინა სადღეღამისო ცვლის ოპერატიული მორიგისაგან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სადღეღამისო, დღის ცვლის და სხვა მოსამსახურეებს აძლევს შესაბამის დავალებებს.
• ავადმყოფი მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაციას აწვდის დეწესებულების საექიმო - სამედიცინო პუნქტს.
• დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან (სამართლებრივი რეჟიმის დარგში)   კოორდინაციით , ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში უშუალოდ ახორციელებს მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორების და ინსპექტორ-კონტროლიორების ერთი საგუშაგოდან ან/ დანაყოფებიდან მოხსნას;
• დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გაუმართაობის ან/და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ან/და სხვა დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებს ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;
• კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას , კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებას, საკნების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება - დათვალიერებას და იღებს ზომებს უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გასატარებლად, ხოლო გატარებული ღონისძიების შედეგების თაობაზე ახსენებს დირექტორის მოადგილეს (სამართლებრივი რეჟიმის დარგში) ან/და დირექტორს;
• თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე  ემუქრება ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან კოორდინაციაში, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში უშუალოდ, იღებს შესაბამის ზომებს საფრთხის აღმოსაფხვრელად. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს მსჯავრდებულის განცალკევებით მოთავსებას არაუმეტეს 24 საათისა;
• ამოწმებს მოსამსახურეების გამოცხადებას. გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან ერთად მონაწილეობს არსებული ძალების შესაბამის დანაყოფებზე/საგუშაგოებზე დროებით გადანაწილებაში, ხოლო მათი არყოფნისას უშუალოდ ახდენს არსებული ძალების გადანაწილებას;
• მოსამსახურეების მიერ საგუშაგოს ან/და დანაყოფის დატოვების შესახებ იღებს ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უფროსებისგან, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში იძლევა საგუშაგოს ან/ და დანაყოფის დატოვების ნებართვას;
• კორპუსის ოფიცრის  არყოფნის შემთხვევაში იძლევა სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული საკნის კარების გაღებისა და მასში შესვლის ნებართვას, საკვების და სხვა ქმედების განხორციელების უფლებას;
• შემოწმება/დათვალიერების დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ მსჯავრდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში;
• ხელმძღვანელობს სამორიგეო ცვლას:
• სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებსა და დავალებებს;
• ხელმძღვანელობს დილის შემოწმებას;
• მიუთითებს სარეზერვო ჯგუფს საცხოვრებლების/საკნების დათვალიერებაზე; 
•  კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვას;
• სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობის, შედეგების და არსებული ვითარების თაობაზე მოახსენებს დაწესებულების დირექტორს და დირექტორის მოადგილეს (სამართლებრივი რეჟიმის დარგში);
• უზრუნველყოფს სადღეღამისო უწყების შესაბამისი დანაყოფების მიხედვით განაწილებას და მათი წარმოების შემოწმებას;
• კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოებას;
• კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას;
• ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;

გ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

დ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

კ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ციხის ევროპული წესები;

მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

 ნ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“) (არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ან შესაბამის განყოფილებაში დასაქმების შემთხვევაში).


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ბ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
გ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას: 

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
დ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ტესტირება ზოგად უნარებში;
დ) გასაუბრება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება