ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 3 საათი, 4 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 55


ვაკანსიის N 56363     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1290 ლარი
ადგილების რაოდენობა
3
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             
• თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების დარღვევისას დაუყონებლივ აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს და მოქმედებს მისი მითითებით, დადგენილი წესის თანახმად; 
• კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მონაწილეობას იღებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებაში. საკნების/პალატების, სხვა სივრცეებისა და სათავსოების შემოწმება-დათვალიერებაში და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში; 
• ასრულებს მთავარი ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორისა და დადგენილი წესით ოპერატიული მორიგის მითითებებს; 
• დღის საათებში თან აქვს მის სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული საკნების/პალატების და სხვა სივრცეების კარის გასაღები, კავშირის საშუალებები ან/და მასზედ განპიროვნებული სხვა ნივთები და არ დაუშვას მათი სხვისთვის გადაცემა; 
• მორიგეობის გადაბარებისას სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას უფროს ინსპექტორს, ხოლო მორიგეობის ჩაბარებისას მისგან იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ; 
• უფროსი ინსპექტორისგან იბარებს საკნის/პალატის და სხვა სივრცეების გასაღებს;
•  საგუშაგოს მიღება-ჩაბარებისას დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორთან ერთად ახდენს საკნებში/პალატებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივ, ვიზუალურ გადათვლას და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღებას ადასტურებს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგოს უწყისზე ხელის მოწერით;
• აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და მოახსენებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს; 
• თუ მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში რომელიმე ბრალდებული/მსჯავრდებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ ატყობინებს დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორს; 
• უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ სივრცეებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილებას; 
• საკნებში/პალატებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას აწარმოებს სათვალთვალო ღიობიდან; 
• საკნის/პალატის კარების გაღებამდე სათვალთვალო ღიობის მეშვეობით რწმუნდება საკანში/პალატაში შესვლის უსაფრთხოებაზე; 
• კარების გაღების შემდეგ დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს საკანში/პალატაში შესასვლელ კარებს; 
• იღებს ზომებს საკნებიდან/პალატებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად და მათი მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად; 
• ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა საკნებში/პალატებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს; 
• ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში რადიო სადგურის საშუალებით აცნობებს ოპერატიულ მორიგეს და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; 
• მსჯავრდებულის მიერ ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით მიმართვისას აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს; 
• დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და ბრალდებული/მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, კანონმდებლობის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოახსენებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და შემდგომი მითითების შესაბამისად მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში; 
• უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, ნივთიერებების და წერილების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და იღებს ზომებს ადგილზე მათ დასაცავად; 
• თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს, ამასთან იღებს ზომებს თვითმკვლელობის/თვითდაზიანების აღსაკვეთად; 
• სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს უფროს ინსპექტორს; 
• საგუშაგოს გადაბარების შემდეგ შესაბამისი დანაყოფის უფროს ინსპექტორს აბარებს დანაყოფის საგუშაგო უწყისს და მთავარი ინსპექტორის ნებართვით თავისუფლდება სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან; 
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს.




            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N114 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საჯარო სამსახურში, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას: 

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ტესტირება ზოგად უნარებში;
დ) გასაუბრება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება