ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 3 საათი, 10 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 56362     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
სასჯელაღსრულება
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1225 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დაბა ქსანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ფხიზლად, კანონის მოთხოვნათა, პროფესიული და ეთიკის ნორმების დაცვით. 
•   უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფებზე განწესებული ინპექტორ-კონტროლიორების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
• უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფზე განწესებული ინპექტორ-კონტროლიორების მიერ სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვას.
• უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი მოთხოვნების  შესრულებას, დარღვევის შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს მათ აღსაკვეთად და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს. მოქმედებს მათი მითითებისა და დადგენილი წესის შესაბამისად.
• თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს, იღებს შესაბამის ზომებს საფრთხის აღმოსაფხვრელად და შემდგომი მითითებისამებრ მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში. 
• კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს სამოქმედო ტერიტორიაზე  მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმების ჩატარებაში, საკნების, სხვა სივრცეებისა და სათავსოების შემოწმება-დათვალიერებასა და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში. 
• ასრულებს განყოფილების უფროსის, მთავარი ინსპექტორის და ოპერატიული მორიგის მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში, მათი დავალებით დროებით ითავსებს სხვა მოსამსახურის ფუნქციებს.
• კონტროლს უწევს დღის საათებში  დანაყოფზე განთავსებული ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ საკნისა და სხვა სივრცეების გასაღებების თან ქონას და მათ უსაფრთხო განკარგვა-გამოყენებას.
• მორიგეობის ჩაბარებისას მთავარი ინსპექტორისგან ან/და ოპერატიული მორიგისაგან ეცნობა ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ, იღებს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ხოლო მორიგეობის გადაბარებისას სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას მთავარ უფროსს ან/და ოპერატიულ მორიგეს. 
• ორგანიზებას უწევს სამოქმედო დანაყოფზე განწესებული ინპექტორ-კონტროლიორების მიერ დასაცავი ობიექტების და შესაბამისი ინვენტარის, კერძოდ: საკნების, პალატების, ჰოლების, გასახდელების, საშხაპეების და სხვა ოთახების, კარებების, საკეტების, ინვენტარის, ცხაურების, განათების, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებების, საკომუნიკაციო შახტების,  ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, ეზოს ინვენტარის, გრძელი სკამების, ტელეფონების მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციების, ეზოში სანიაღვრეებისა და ჭების, ეზოს კარებების, ეზოს გამწვანების, ეზოს სარწყავი სისტემების, შადრევნების, აგრეთვე სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების შემოწმებას. შემოწმების შედეგების თაობაზე უზრუნველყოფს ოქმის შედგენას. დაზიანების, ან გაუმართაობის შემთხვევაში აცნობებს მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს. 
• ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ საგუშაგოს მიღება-ჩაბარების შემდეგ დანაყოფის ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორებთან ერთად სამორიგეო ცვლის მიღება-ჩაბარებაზე ხელს აწერს დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში.
• აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციას იღებს დანაყოფის ინსპექტორ-კონტროლიორებისაგან. ამასთანავე ამოწმებს საგუშაგო უწყისში შესაბამისი ჩანაწერის არსებობას.
• ინსპექტორ-კონტროლიორებს აწვდის საგუშაგო უწყისს და კონტროლს უწევს მათ წარმოებას.
• კონტროლს უწევს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილებას.
• მთავარი ინსპექტორის არყოფნის შემთხვევაში ოპერატიულ მორიგესთან შეთანხმებით ინსპექტორ-კონტროლიორს აძლევს საგუშაგოს ან/და დანაყოფის დატოვების ნებართვას. თავად არ ტოვებს საგუშაგოს მთავარი ინსპექტორის, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ოპერატიული მორიგის ნებართვის გარეშე.
• მთავარი ინსპექტორის არყოფნის შემთხვევაში დღის განრიგით დადგენილ დროებში ოპერატიულ მორიგესთან შეთანხმებით ინსპექტორ-კონტროლიორს აძლევს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული საკნის კარებების გაღების და მასში შესვლის ნებართვას. დანაყოფის ინსპექტორ-კონტროლიორებთან ერთად ესწრება კარების გაღებას და მოქმედებს დადგენილი წესის შესაბამისად.
• საკნებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ქცევას ამოწმებს სათვალთვალო ღობიდან.
• დღის განრიგით გათვალისწინებულ დროებში საკანში მყოფ მსჯავრდებულთა მიერ, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესების დარღვევის შესახებ ინსპექტორ-კონტროლიორისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მთავარ ინსპექტორთან ან/და ოპერატიულ მორიგესთან კოორდინაციით იღებს ზომებს დარღვევის აღმოსაფხვრელად
• საკანში ან დანაყოფზე მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში (ჩხუბი, დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო მოქმედება) პირადად გამოვლენის, ან ასეთის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში დანაყოფის დატოვების გარეშე, მთავარ ინსპექტორთან ან/და ოპერატიულ მორიგესთან კოორდინაციით იღებს ზომებს დანაშაულის აღსაკვეთად, ან დარღვევის აღმოსაფხვრელად.  
• იღებს ზომებს საკნებიდან მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად  და მათი მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო  ქმედებების აღსაკვეთად;
• ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს;
• უზრუნველყოფს ინპექტორ - კონტროლიორთა დაუყოვნებლივ რეაგირებას მსაჯვრდებულის მიერ საკნიდან გამოძახების  შემთხვევაზე.
• დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების  მიხედვით უზრუნველყოფს  ინსპექტორ-კონტროლიორთა მიერ შუქების გამორთვას.
• პირადად იღებს მონაწილეობას ინსპექტორ-კონტროლიორებზე ან/და დანაყოფზე მყოფ სხვა პირებზე მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის აღკვეთაში. იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. საჭიროების შემთხვევაში მთავარი ინსპექტორისგან ან/და ოპერატიული მორიგისაგან ითხოვს დახმარებას.
• ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარ ინსპექტორს, ოპერატიულ მორიგეს და იღებს ზომებს მის ჩასაქრობად იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 
• კორპუსიდან გაყვანისას (შეხვედრები, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, და ა.შ.) მთავარ ინსპექტორთან და ოპერატიულ მორიგესთან კოორდინაციაში უზრუნველყოფს ინსპექტორ-კონტროლიორთა მიერ მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანას და გამცილებლისათვის რაოდენობითა და სახელობით მათ მიბარებას ასევე მათ მიღებას რაოდენობითა და სახელობით.
• იმ შემთხვევაში თუ  მსჯავრდებული მიმართავს ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით, ან ინსპექტორ-კონტროლიორისაგან იღებს შეტყობინებას მსჯავრდებულის ზეპირი მოთხოვნის ან საჩივრის თაობაზე,  ამის შესახებ აცნობებს მთავარ ინსპექტორს.
• თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ახსენებს მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს. ამასთან შემდგომი მითითების შესაბამისად  მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში.
• უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, და ნივთიერებების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს და იღებს ზომებს ადგილზე  მათ დასაცავად.
• თვითმკვლელობის/თვითდაზიანების მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს, ამასთან იღებს ზომებს თვითმკვლელობის/თვითდაზიანების აღსაკვეთად.
• სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს  მთავარ ინსპექტორს, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ოპერატიულ მორიგეს.
• საგუშაგოს გადაბარებისას ინსპექტორ-კონტროლიორებისაგან იბარებს  დანაყოფის საგუშაგო უწყისს, გადასცემს მას მთავარ ინსპექტორს და მისი ნებართვით თავისუფლდება სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან.
• არ უშვებს ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ ღამის საათებში დღის განრიგით დადგენილი წესით ერთდროულად ორი ან მეტი საკნის გაღებას, საკვების გადასაცემი სარკმლის ღიად დატოვებას, როდესაც მსჯავრდებულები დღის განრიგით დადგენილი წესით საკანში არიან განთავსებულნი. 
• არ უშვებს ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ სხვა საკანში მსჯავრდებულთა თვითნებურად გადაყვანას, მსჯავრდებულისათვის  რაიმე ნივთის გამორთმევასა და შენახვას; საგუშაგოზე ძილს, პრესისა და ლიტერატურის კითხვას.
• არ უშვებს ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომელიც არ შედის მის სამსახურეობრივ უფლება მოვალეობებში;
• სამოქმედო ტერიტორიაზე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებს ზომებს მის  აღმოსაფხვრელად, ადგენს ოქმს და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს.
• გაწეული საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველთვიურ ანგარიშს და წარუდგენს მთავარ ინსპექტორს და ოპერატიულ მორიგეს.
• წინა სამორიგეო ცვლის უფროსი ინსპექტორისაგან მიღებულ საკნის და სხვა სივრცეების გასაღებებს  აბარებს ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ კონტროლიორებს , რის შემდეგაც ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ, საგუშაგო მიღებულად ითვლება.
• მთავარ ინსპექტორთან, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ოპერატიულ მორიგესთან კოორდინაციით აძლევს ინსპექტორ-კონტროლიორებს საკნის კარების გაღების ნებართვას დღის საათებში, ხოლო ღამით ინსპექტორ-კონტროლიორებთან ერთად თავად მონაწილეობს საკნის კარების გაღებაში.
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

 

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N111 ბრძანება. 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
ბ) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას: 

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
გ) სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
ბ) სპეციალური შემოწმება; 
გ) ტესტირება ზოგად უნარებში;
დ) გასაუბრება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება