ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 15 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 22


ვაკანსიის N 56361     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კატეგორია
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
2500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკების/პროცესების/პროცედურების ერთიანი სტანდარტით დანერგვის და განხორციელების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;                       
- სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სისტემის, პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავებისა და გატარების ხელშეწყობა;                                                                                                                                                                                    
- სამინისტროს თანამშრომელთა შერჩევის პროცედურების მართვა: კონკურსის დაგეგმვა, ორგანიზება, მონიტორინგი, ასევე სამინისტროში საჯარო მოხელეთა შერჩევაში მონაწილეობა;                              
- ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე შიდა/გარე კომუნიკაციის კოორდინაცია/მართვა;                     
- პროფესიული განვითარების საჭიროებათა ანალიზის, და შესაბამისი განვითარების აქტივობების დაგეგმვის, ორგანიზების, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;                                                                                                                                              
- საქმიანობის შეფასების პოლიტიკის /პროცესის /პროცედურის უწყვეტობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;                                                                                      - თანამშრომელთა წახალისების პროცესის უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.              
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს შრომის კოდექსი;

- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; 

- ,,საჯარო  სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; 

- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; 

- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; 

- „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილება;

- „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილება;

- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. N6
საკონტაქტო ტელეფონები
2 378010

დამატებითი მოთხოვნები
                    - ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური და/ან რუსული) B2 დონეზე ცოდნა;
- შედეგზე ორიენტაცია, სახელმწიფოს, დაწესებულებების, სხვადასხვა ჯგუფებისა და ინდივიდუალური პირების მომსახურებაზე ორიენტაცია, პროფესიული განვითარებისა და გუნდური მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით; 
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს: 
  * უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი; 
  * სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით); 
  * სარეკომენდაციო წერილი და ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ; 
  * სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის. 
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად; 
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით; 
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა. 

აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@mepa.gov.ge 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში. 
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება